პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის
ანგარიში
საკვლევი თემა:
საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრების პრობლემები
მე-4 კლასებში და მათი გადაჭრის გზები
ავტორიები:
სსიპ ქალაქ მცხეთის # 1 საჯარო სკოლის
დაწყებითი კლასების პედაგოგები:
ნელი ზაქაიძე
მარინა ხიზანიშვილი
სარჩევი
შესავალი 3
საკვლევი საკითხის მიმოხილვა 4
საკითხის აქტუალობა 5
ლიტერატურის მიმოხილვა 6
ძირითადი საკვლევი კითხვები 15
კვლევის მიზნები 16
კვლევის ამოცანები 16
კვლევის მეთოდები 16
პირველადი მონაცემების ანალიზი 16
დიაგნოსტიკური ტესტირება 19
ფოკუსირებული ტესტირება 20
დაკვირვება 22
მოსწავლეთა ანკეტირება 23
ფოკუსჯგუფი 24
პრობლემის მიზეზები 26
ინტერვენციების გეგმის დასახვა 26
ინტერვენციები 27
ინტერვენციების შედეგები 32
კვლევის მიგნებები 36
რეკომენდაციები 37
დასკვნები 38
ბიბლიოგრაფია 39
დანართები 40
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიშის გაზიარების რეფლექსია 55
შესავალი
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს სსიპ ქალაქ მცხეთის # 1 საჯარო სკოლის IV-ბ კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - ნელი ზაქაიძის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიშს თემაზე: საინფორმაციო ტექსტის გაგება -გააზრების პრობლემები მე-4 კლასებში და მათი გადაჭრის გზები. კვლევა ვაწარმოე ჩემს კოლეგასთან, მარინა ხიზანიშვილთან ერთად. მარინა ხიზანიშვილი მცხეთის #1 საჯარო სკოლაში ასწავლის ჩემი IV-ბ კლასის პარალელურ IV-ა და IV-გ კლასებს ქართულ ენასა და ლიტერატურას. კვლევა დავიწყეთ 2018 წლის 1 მარტიდან და დავასრულეთ2018 წლის 31 მაისს.
ნაშრომში განხილულია ჩვენს სკოლაში არსებულ სამივე მე-4 კლასში საინფორმაციო ტექსტების გაგება - გააზრებასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები და ამ პრობლემების გადასაჭრელად დაგეგმილი ინტერვენციული ღონისძიებები, შედეგების ანალიზი, კოლეგებთან კვლევის ანგარიშის გაზიარების რეფლექსია.
მე ვასწავლი მე-4-ბ კლასის მოსწავლეებს, რომელთაც ვასწავლიდი მესამე კლასშიც. მუშაობის პროცესში მუდმივად ვაკვირდებოდი მოსწავლეთა კითხვის უნარების განვითარების დინამიკას. დინამიკა დადებითი და დამაკმაყოფილებელი იყო. არ გამოკვეთილა რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემა. თუმცა, მეოთხე კლასში ჩატარებულმა სკრინინგული და დიაგნოსტიკური ტესტირების შედეგების ანალიზმა მაჩვენა, რომ მოსწავლეების ნაწილს აქვს საინფორმაციო ტექსტების გაგება-გააზრებაში უფრო დაბალი შედეგები, ვიდრე მხატვრული ტექსტების გაგება-გააზრებაში. დავიწყე პრობლემის მოგვარების გზების ძიება: ჩემს კოლეგასთან, პარალელური კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთან, მარინა ხიზანიშვილთან ვისაუბრე ამ საკითხთან დაკავშირებით, გამოიკვეთა, რომ მანაც აღმოაჩინა იგივე პრობლემა თავის პედაგოგიურ პრაქტიკაში პარალელურ ორ მეოთხე კლასში, შევთანხმდით პრობლემის გამომწვევი მიზეზების და გადაჭრის გზების ერთობლივად გამოკვლევაზე. საკითხი განვიხილეთ კათედრის წევრებთან და სკოლის დირექციასთან ერთად, გავეცანით შესაბამის მეთოდოლოგიურ და სხვ. ლიტერატურას და საერთაშორისო კვლევებს, დავგეგმეთ კვლევის განხორციელების ეტაპები, საკუთარი პრაქტიკის კვლევა განვახორციელეთ ჩვენს საკლასო ოთახებში, მიღებულ შედეგებს ვუზიარებდით ერთმანეთს და ერთობლივად ვიკვლევდით ჩვენი სკოლის მეოთხეკლასებში არსებულ საერთო მდგომარეობას საინფორმაციო ტექსტების გაგება-გააზრებაში არსებული პრობლემის თვალსაზრისით. დავიწყეთ კვლევის დღიურების წარმოება ინდივიდუალურად პროცესების დეტალურად აღწერის მიზნით.
საკვლევი საკითხის მიმოხილვა
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარი, რომელსაც ბავშვები სკოლაში სწავლისას იძენენ, ტექსტის გაგება-გააზრების უნარია. კითხვის საბაზო უნარის ჩამოყალიბება ადრეულ ასაკში, სასკოლო პერიოდის პირველივე ეტაპზე ხდება და ის ხელს უწყობს იმ სააზროვნო პროცესების განვითარებას, რომლებიც ეფექტური სწავლებისა და სწავლის წინაპირობაა საშუალო განათლების მომდევნო საფეხურებზე. მოზარდები, რომელთაც უჭირთ ტექსტის გაგება-გააზრება, მნიშვნელოვან სირთულეებს აწყდებიან სკოლაში სწავლისას და ხშირ შემთხვევაში ვერ ავლენენ თავიანთ პოტენციალს ვერც სკოლაში და ვერც ცხოვრებაში.
წაკითხულის გაგება-გააზრებაზე ზემოქმედებს შემდეგი ფაქტორები: მკითხველი, ტექსტი, მიზანი და სიტუაციური კონტექსი/გარემო. მკითხველი არის სუბიექტი, რომელიც ჩართულია გაგება-გააზრების პროცესში, (მაგ. მე-4 კლასელი მოსწავლე); ტექსტი არის საკითხავი მასალა, რომელსაც იაზრებს მკითხველი(მოთხრობა, ლექსი, სტატია, სარეკლამო განცხადება და სხვა) მიზანი გულისხმობს გააზრების ამოცანას, რომლის შესრულებასაც ცდილობს მკითხველი და იმ სტრატეგიებს, რომლებსაც აიმისთვის იყენებს(მაგ. ნაწარმოების ძირითადი იდეის დადგენა, მოვლენების თანმიმდევრობის დროით ღერძზე წარმოდგენა, თემისა და დეტალების ამოცნობა და სხვა.) კონტექსტი კი არის იმ გარემოებათა ერთობლიობა, რომელშიც მიმდინარეობს კითხვის პროცესი. ის მკითხველი, რომელიც წაკითხულის გააზრების ძლიერი უნარებით გამოირჩევა, კითხვისას მრავალ კოგნიტურ სტრატეგიას იყენებს, როგორიცაა წარმოდგენა და წარმოსახვა წაკითხული სცენების, მოქმედებების, გმირების, სიტუაციების ვიზუალიზება. ტექსტის წაკითხვისას მას ებადება კითხვები და ცდილობს ამ კითხვებზე პასუხების გაცემას, კითხვისას აკონტროლებს, რა გაიგო და რა - ვერა, წაკითხულს კრიტიკულად იაზრებს, შეუძლია ტექსტში გადმოცემული ძირითადი აზრების შეჯამება და ვარაუდების გამოთქმა. ყოველივე ზემოთქმულის განსახორციელებლად, კარგი მკითხველი ხშირად უბრუნდება წაკითხულ ეპიზოდებს და კითხვის მიზნების შესაბამისად ცვლის კითხვის სტრატეგიებს.
წაკითხულის გააზრება, შეიძლება ითქვას, რომ აზროვნების ისეთი პროცესია, როდესაც მკითხველი თვითონ ქმნის წაკითხულის მნიშვნელობას ტექსტში გადმოცემული ინფორმაციისა და აზრის უფრო ღრმად გასაგებად. წაკითხულის გასაგებად მკითხველმა საკუთარი გამოცდილებიდან უნდა გამოიყენოს ტექსტის შესატყვისი ინფორმაციული ცოდნა და ამავე დროს დაუკავშიროს ახალ ინფორმაციას, გაიაზროს და გაუკეთოს ინტერპრეტაცია.
წაკითხულის ეფექტიანი გააზრება გულისხმობს:
• სიტყვების სწრაფ დეკოდირებასა და ამოცნობას;
• მთავარი აზრისა და დეტალების გამოკვეთას;
• ფაქტებისა და მოსაზრებების გამიჯვნას;
• მოვლენების თანმმდევრულობის დადგენას;
• შეჯამება-რეზიუმირებას;
• მიზეზებისა და შედეგების განსაზღვრას;
• დაჯგუფებასა და კატეგორიზაციას;
• პრობლემის აღმოჩენასა და გადაჭრას;
• შედარებას: მსგავსება-განსხვავების დადგენას.
კარგი მკითხველი კითხვისას ცდილობს მეტაკოგნიცია გაუწიოს საკუთარ თავს: დაუბრუნდეს წაკითხულ ადგილებს, იმის დასადგენად, თუ რამდენად სწორად გაიგო მიწოდებული აზრი, შესაძლოა, რომელიმე სიტყვის მნიშვნელობაც დააზუსტოს, დასვას შეკითხვები და გამოთქვას ვარაუდები. ამავე დროს კარგი მკითხველი მოქნილად იყენებს კითხვის სტრატეგიებს: ცვლის ერთ სტრატეგიას მეორეთი, ტექსტის ნაწილების სირთულიდან და კითხვის მიზნიდან გამომდინარე.
სასწავლო მეთოდოლოგიური რესურსების კრებული „კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე“2015(გვ. 213-215)
საკითხის აქტუალობა
წაკითხულის გაგება-გააზრება ერთ-ერთი ფუნდამენტური უნარია, რომლის განვითარებაც იწყება სწავლების სკოლამდელი ასაკიდან და გრძელდება სწავლების მომდევნო საფეხურებზეც უწყვეტად. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გაგება-გააზრების უნარის განვითარებას დაწყებითი საფეხურიდანვე. სწავლების ყველა ეტაპზე წარმატებით გამოირჩევიან ის მოსწავლეები, რომელთაც კარგად აქვთ განვითარებული ტექსტის გაგება-გააზრების უნარები, რაც ეხმარება მათ არამხოლოდ ქართულ ენასა და ლიტერატურაში, არამედ ტექნიკურ, საბუნებისმეტყველო, საზოგადოებრივი და სხვ. საგნების წარმატებით დაუფლებაში.
პრაქტიკამ დაგვანახა, რომ წაკითხულის გაგება-გააზრების უნარები თუ დაწყებით საფეხურზევე არ განუვითარდათ მოსწავლეებს, უჭირთ ამ უნარების გამომუშავება შემდეგ კლასებში. პრობლემები უფრო ხშირად თავს იჩენს საინფორმაციო ტექსტებთან მიმართებაში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს ფაქტორი მნიშვნელოვან შეფერხებებს უქმნის მოზარდებს, რადგან მათ უფრო მეტად უწევთ საინფორმაციო და სხვა სახის არამხატვრულ ტექსტებზე მუშაობა სხვადასხვა საგნებში. ტექსტის გაგება-გააზრების პრობლემები აფერხებს მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღების, გააზრების და ანალიზის პროცესს, მოსწავლეს სჭირდება უფრო მეტი დრო სამუშაოდ, ან, უარეს შემთხვევაში, თავს არიდებს კითხვასაც და აქედან გამომდინარე, მისი აკადემიური შედეგები დაბალი და არადამაკმაყოფილებელია.
საინფორმაციო ტექსტების გაგება გააზრების პრობლემების გამომწვევი მიზეზების და ამ მიზეზების აღმოფხვრის გზების ძიება, ეფექტური ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება სარგებელს მოუტანს ჩემს მოსწავლეებს, კოლეგებს და მკვლევარ მასწავლებელს, ე. ი. -მე.
მოსწავლეებისთვის სარგებელი-განივითარებენ საინფორმაციო ტექსტების გაგება-გააზრების და ლექსიკურ უნარებს, გაეზრდებათ საინფორმაციო ტექსტების უფრო ხშირად კითხვის ინტერესი, განუვითარდებათ კითხვის სტრატეგიების გამოყენების უნარი, აუმაღლდებათ მოტივაცია, განუმტკიცდებათ საკუთარი შესაძლებლობების რწმენა.
ჩვენთვის, როგორც მკვლევარი მასწავლებლების სარგებელი-ჩვენი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის პროცესში აღმოჩენილი საკუთარი პრაქტიკის ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზი დაგვეხმარება შემდგომი მუშაობის ეფექტურად დაგეგმვასა და პროფესიულ წინსვლაში.
კოლეგებისთვის სარგებელი-ჩემი და ჩემი კოლეგის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიშის გაზიარება მათ უბიძგებს საკუთარი პრაქტიკის კვლევისკენ, გაითვალისწინებენ ჩვენს გამოცდილებას, მიგნებებს და რეკომენდაციებს, რაც დაეხმარება ანალოგიური პრობლემების მოგვარებაში და ამდენად, გაუუმჯობესდებათ საკუთარ საკლასო სივრცეში მოსწავლეთა მიღწევების დონე.
ყველაფერი ეს კი ჩვენს სკოლაში გააუმჯობესებს სწავლის ხარისხს და ხელს შეუწყობს ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნების განხორციელებას.
ლიტერატურის მიმოხილვა
კითხვის უნარის განვითარება წიგნიერების საფუძველია, რაც სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ეს მიმართულება ემსახურება მშობლიურ და მსოფლიო ლიტერატურასთან ზიარებას; ამასთანავე, ნაირგვარი წერილობითი ტექსტის წაკითხვის, მათში მოცემული ინფორმაციის გაგების, გააზრებისა და გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავებას. სწავლის პროცესში მოსწავლემ უნდა გამოიყენოს კითხვის ძირითადი სტრატეგიები, რათა შეეძლოს ტექსტის შერჩევა, მასში სასურველი ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება, კრიტიკული კითხვა, გრამატიკული, სტატიკური და კონტექსტური მონაცემების გამოყენება ტექსტის ღრმად წვდომის მიზნით; სპეციალური საძიებლებისა და ლექსიკონების გამოყენება, ტექსტების სწრაფი და დიფერენცირებული კითხვა, მიღებული ინფორმაციის დამუშავება, მონაცემთა ანალიზი და დასკვნების გამოტანა.
არამხატვრული, საინფორმაციო-შემეცნებითი, ენციკლოპედიური ტექსტების კითხვა, გაგება და გააზრება თანამედროვე ადმიანისათვის უმნიშვნელოვანესი უნარია. ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებით საფეხურზე იწყება. საგნობრივი პროგრამის მიხედვით, დაწყებითი საფეხურის დასრულების შემდეგ მოსწავლეს უნდა შეეძლოს:
ინფორმაციის გაგება და ანალიზი;
სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა და გადმოცემა;
წაკითხული წინადადებებისა და ტექსტის კონსტრუირება;
სხვადასხვა სახის ტექსტების შეგნებულად და გააზრებულად წაკითხვა;
სხვადასხვა სახის საინფორმაციო ხასიათის ტექსტებში ინფორმაციის მოძიება და გაგება.
სტანდარტის მიხედვით, მეოთხე კლასის ბოლოს მისაღწევი შედეგები კი განსაზღვრულია შემდეგნაირად:
ქართ. IV. 5. მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობი თემების შემცველი სხვადასხვა სახის არამხატვრული ტექსტების (რეკლამის, საყმაწვილო ჟურნალის განცხადების, საყმაწვილო ენციკლოპედიის სტატიისა და სხვ.) წაკითხვა და გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• ასახელებს მარტივი მიზნობრივი ტექსტების (განცხადების, აბრის, რეკლამის, კულინარიული რეცეპტის, ექიმის რჩევა-დარიგების, წამლის რეცეპტისა და ა.შ.) საკომუნიკაციო სიტუაციას (ავტორს, ადრესატს, მიზანს/დანიშნულებას);
• მოიძიებს ტექსტში კონკრეტულ ინფორმაციას;
• ახასიათებს სხვადასხვა სახის ტექსტს სტრუქტურული მახასიათებლების მიხედვით (მაგ., ღია ბარათს დასაწყისში აქვს მიმართვის ფორმა, მას მოსდევს ძირითადი ტექსტი, ბოლოს კი არის ხელმოწერა; კულინარიული რეცეპტი შედგება სათაურისა და ორი ძირითადი ნაწილისაგან: ინგრედიენტთა ჩამონათვალი და დამზადების წესი; დარგობრივ-შემეცნებით ტექსტს აქვს სათაური, ახლავს ილუსტრაციები წარწერებით და აბზაცებად დაყოფილი ტექსტი და ა.შ.);
• გამოყოფს და ასახელებს ტექსტის მთავარ საკითხებს;
• აკავშირებს ერთმანეთთან ექსპლიციტურად მოცემულ ფაქტებს, მოვლენებს, მოქმედებებს და გამოაქვს სათანადო დასკვნები;
• განსაზღვრავს ტექსტის ერთ მონაკვეთში ან მის სხვადასხვა ნაწილში ასახულ მოვლენებსა და ფაქტებს შორის არსებულ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;
• განარჩევს ფაქტს თვალსაზრისაგან;
• განასხვავებს საგანთა / მოვლენათა გარეგნულ და შინაარსობრივ მახასიათებლებს;
• აჯგუფებს ინფორმაციას კონკრეტული ნიშნით (მსგავსება-განსხვავების, მზარდი-კლებადი ხარისხისა და ა.შ. მიხედვით).
ქართ. IV. 10. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება ინფორმაციის მოსაძიებლად და კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• ცდილობს ამოიცნოს უცნობი სიტყვების / გამოთქმების მნიშვნელობა ნაცნობი ელემენტების (ილუსტრაციების, ნაცნობი ფუძის, კონტექსტისა და სხვ.) დახმარებით;
• ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით სვამს კითხვებს წაკითხულთან დაკავშირებით;
• ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;
• ასახელებს ტექსტის თავებად და მონაკვეთებად დაყოფის აზრობრივ საფუძველს;
• აკვირდება კითხვებზე გაცემულ პასუხებს და განარჩევს, რომელ ოპერაციას მიმართა მკითხველმა შემდეგი სამიდან: ა) პასუხი პირდაპირ იყო ტექსტში მოცემული; ბ) პასუხის გასაცემად საჭირო იყო რამდენიმე სახის ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირება; გ) პასუხი არ იყო ტექსტში; მკითხველი დაეყრდნო ტექსტში მოცემულ ინფორმაციას, დაუკავშირა იგი საკუთარ ცოდნას და ამის საფუძველზე გამოიტანა დასკვნა;
• დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ აზუსტებს, რამდენად დარწმუნებულია პასუხის სისწორეში („დარწმუნებული ვარ“, „თითქმის დარწმუნებული ვარ“, „არა ვარ დარწმუნებული“);
• უბრუნდება ტექსტის შესაბამის/სათანადო მონაკვეთს იმ საკითხების დასაზუსტებლად, რაშიც არ არის დარწმუნებული;
• იცის და ასახელებს სხვადასხვა ხერხს, რომლებიც ტექსტის გაგებას უწყობს ხელს (ტექსტში გადმოცემული ამბების წარმოსახვაში გაცოცხლება, ტექსტში გადმოცემული ამბის ინსცენირება, ტექსტის ცალკეული მონაკვეთის საკუთარი სიტყვებით გადმოცემა და სხვ.);
• აღწერს, რა გზით მოახერხა ამა თუ იმ საკითხავი ამოცანის გადაჭრა; ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოთქვამს მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რომელი მიდგომა იყო უფრო მისადაგებული/ეფექტური და რატომ;
• სარგებლობს საბავშვო ბიბლიოთეკის ანბანური და თემატური კატალოგებით;
• სწორად იგებს და იყენებს ბიბლიოთეკის კატალოგებსა და ბარათებზე მოთავსებულ ინფორმაციას (ავტორი, სათაური, გვერდების რაოდენობა);
• ამოიცნობს და ბიბლიოთეკაში სწორად მოიძიებს ძირითად საბავშვო სერიულ გამოცემებს (მსოფლიოს ხალხთა ზღაპრებს, საბავშვო ლიტერატურის ბიბლიოთეკას, ქართულ ხალხურ ზღაპრებს, საბავშვო ენციკლოპედიებს და ა. შ.).
ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016 კარი III საგნობრივი პროგრამები საგნობრივი პროგრამა ქართულ ენასა და ლიტერატურაში
https://www.mes.gov.ge/content.php?id=3923&lang=geo
კვლევები ცხადყოფს, თუ მოსწავლემ 9 წლის ასაკს ისე გადააბიჯა, რომ კითხვის საბაზისო უნარები არასათანადოდ ჩამოუყალიბდა, მისი შემდგომი აკადემიური მოსწრება საშიშროების წინაშე დგება. საქართველოში ჩატარებულმა კვლევებმა არასახარბიელო სურათი დახატა: 2006 და 2011 წელს საქართველოში ჩატარებულმა -PIRLS- წიგნიერების საერთაშორისო კვლევამ გამოავლინა, რომ საქართველოს სკოლებში დაწყებითი კლასების მოსწავლეებს მხატვრული ტექსტების გააზრებაში უფრო კარგი მაჩვენებლები აქვთ, ვიდრე საინფორმაციო ტექსტების გააზრებაში. ამავე კვლევების მიხედვით, ზოგადად, საქართველოს მაჩვენებელი კითხვით უნარებში 9-10 წლის მოზარდებში მკვეთრად ჩამოუვარდება მსოფლიოს 45 ქვეყნის საერთაშორისო სკალირებულ მაჩვენებელს. 2011 წლის კვლევამ აჩვენა, რომ 2006 წელთან შედარებით, წიგნიერებაში ქართველი მოსწავლეების მიღწევები უმნიშვნელოდ, მხოლოდ 17 ქულით გაუმჯობესდა.
წელი მონაწილე ქვეყნები საქართველოს ადგილი PIRLS-ის საშ. ქულა საქართველოს საშ. ქულა
2006 45 37 500 471
2011 45 34 500 488
2015 წლის PISA-ს კვლევების მიხედვით წაკითხულის გააზრებაში მოსწავლეთა საშუალო ქულამ OECD-ის ქვეყნებისათვის 493 შეადგინა(სტ. შეცდ.=0.5). სხადასხვა ქვეყნის მოსწავლეთა საშუალო ქულა სწორედ ამ ნიშნულს ედრება. საქართველო იმ 41 ქვეყანას შორისაა(70 ქვეყანას შორის), რომელთა საშუალო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება OECD-ის საშუალოს(401 ქულა, სტ. შეცდ.=3.0) საქრთველოს რეიტინგული ადგილი 59-64 ადგილებს შორის დიაპაზონშია მოქცეული 70 ქვეყნიდან.
მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA. საქართველოს ანგარიში PISA 2015; თბილისი 2017;( გვ. 65)
სასწავლო მეთოდოლოგიური რესურსების კრებული „კითხვის და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე I-VI კლასები“, რომელიც გამოიცა USAID G-PriEd საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის ფარგლებში 2015 წელს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას ტექსტის გაგება-გააზრების საკითხებთან დაკავშირებით. ამ რესურსწიგნში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა წიგნიერების მნიშვნელობას და მის როლს ადამიანის ცხოვრებაში. „წიგნიერება მოიცავს მრავალფეროვანი მხატვრული, ინფორმაციულ-შემეცნებითი, ყოფით-პრაგმატული ტექსტების წაკითხვის, შექმნის, განხილვის, გადამუშავებისა და სხვადასხვა კონტექსტში გამოყენების უნარებს“
სასწავლო მეთოდოლოგიური რესურსების კრებული „კითხვის და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე I-VI კლასები“ 2015წ. (გვ.8)
ამავე სახელმძღვანელოში ვკითხულობთ, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს სიტყვების შინაარსის ცოდნას წაკითხულის გაგებისთვის: „გაგება-გააზრებასა და ლექსიკურ მარაგს შორის არსებობს კვლევით დადასტურებული მჭიდრო კავშირი, კერძოდ, ბავშვები, რომლებმაც მეტი სიტყვა იციან, უკეთ იგებენ ტექსტებს. ტექსტების გასაგებად მკითხველმა მასში გამოყენებული სიტყვები უნდა გაიგოს. თუ ცალკეული სიტყვები გაუგებარია, მთლიანი ტექსტიც გაუგებარი დარჩება. ტექსტის ყოველი სიტყვისათვის მნიშვნელობის მინიჭების გარდა, ბავშვმა უნდა შეძლოს მისი ლოგიკური მსჯელობით ურთიერთდაკავშირება და გამთლიანება, სწორედ ეს განაპირობებს ტექსტის გაგება-გააზრებას და ამიტომ არის საჭირო, რომ ბავშვებმა უწყვეტად გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი ახალი სიტყვებით. ცნობილია, რომ ტექსტის გაგება-გააზრებაზე ორიენტირებული მკითხველები იყენებენ გააზრების სტრატეგიებს. ესენია: შეკითხვების დასმა და პასუხების ძიება, ტექსტის სტრუქტურაზე დაკვირვება, შეჯამება, წარმოსახვაში გაცოცხლება, გაგების მონიტორინგი და სხვ.“
სასწავლო მეთოდოლოგიური რესურსების კრებული „კითხვის და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე I-VI კლასები“ 2015წ (გვ. 212)
კონსტრუქტივისტულ-ინტერაქტიული მოდელი აღწერს ურთიერთმიმართებებს კითხვის ოთხ ძირითად ასპექტს შორის, ესენია: მკითხველი, დავალება/მიზანი, ტექსტი, კონტექსტი/გარემო. კითხვის პროცესი ეფექტურად მიმდინარეობს, თუკი:
• მკითხველს აქვს მზაობა, ინტერესი და გაცნობიერებული მიზანი მოცემული ტექსტის წასაკითხად;
• ტექსტი შეესაბამება მკითხველის კითხვის დონეს, ინტერესსა და წაკითხვის მიზანს;
• გარემო კომფორტულია მკითხველისათვის და შეიცავს მიზნის მიღწევისათვის საჭირო დამხმარე ელემენტებს.
• კითხვის პროცესი მიმართულია კონკრეტული, გაცნობიერებული მიზნის მიღწევისაკენ;
განვიხილოთ ეს მოდელი საკლასო ოთახის მაგალითზე:
მკითხველი
კითხვის სწავლის პროცესში უნდა გავითვალისწინოთ, რომ თითოეულ მოსწავლეს აქვს ინდივიდუალური განვითარების მახასიათებლები. მასწავლებელი დიაგნოსტიკური და განმავითარებელი შეფასების მონაცემებზე დაყრდნობით დაადგენს მოსწავლეთა მზაობას, საჭიროებებსა და ინტერესებს, შეარჩევს ადეკვატურ ტექსტებსა და დავალებებს. მოსწავლეები ნაბიჯ-ნაბიჯ ივითარებენ კითხვის კომპეტენციებს და მასწავლებლის დახმარებით ეუფლებიან გაგება-გააზრების სტრატეგიებს. მასწავლებელი სხვადასხვა საშუალებას იყენებს პატარა მკითხველებში მოტივაციის, თავდაჯერებულობისა და თვითრწმენის გასაღვივებლად .
ტექსტი
სასწავლო პროცესში გამოიყენება მრავალფეროვანი ტექსტები, რომელთა სირთულე შეესაბამება მოსწავლეთა კითხვის დონეს1. ტექსტები შერჩეულია თემატურ-შინაარსობრივი, ენობრივ-გრამატიკული და ვიზუალური მახასიათებლების გათვალისწინებით. მათში გათვალისწინებულია ბავშვების ასაკობრივი ინტერესები და გაკონტროლებულია ისეთი პარამეტრები, როგორებიცაა ტექსტის მოცულობა, წინადადებებისა და სიტყვების სიგრძე, უცნობი ლექსიკური ერთეულების რაოდენობა და სხვ. მოსწავლეები ითვისებენ მხატვრული, საინფორმაციო-შემეცნებითი, პრაგმატული ტიპის ტექსტების სტრუქტურულ მახასიათებლებს და შესაფერის სტრატეგიებს იყენებენ მათთან სამუშაოდ.
გარემო/კონტექსტი
კითხვის ეს ასპექტი გულისხმობს წიგნიერების განვითარებაზე ორიენტირებულ ფიზიკურ და ფსიქო-სოციალურ გარემოს. კითხვა და წერა ინტერაქტიული პროცესებია. ჩვეულებრივ, კარგი მკითხველი ცდილობს გაუზიაროს სხვებს ამა თუ იმ ტექსტის წაკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაცია, შთაბეჭდილებები, დასკვნები და დამოკიდებულებები. ამიტომ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, თუ რამდენად არის უზრუნველყოფილი და წახალისებული მკითხველებს შორის საუბრისა და აზრების გაცვლის საშუალებები. გასათვალისწინებელია, თუ რამდენად კომფორტულ გარემოში უწევთ მოსწავლეებს კითხვა, არის თუ არა სათანადო განათება, საკმარისი ჰაერი და ა. შ. ავეჯი და აღჭურვილობა იმგვარად უნდა მოეწყოს, რომ მოსწავლეებს გაუადვილდეთ ინტერაქცია, დისკუსიებში ჩართვა, იდეებისა და ნამუშევრების გაზიარება. კლასში სივრცის ეფექტურად ორგანიზება ხელს უწყობს `სამკითხველოს~, გათამაშებების, პრეზენტაციების, თოქ-შოუს ტიპის აქტივობების ჩატარებას. სასურველია, გამოიყოს სპეციალური კუთხე, სადაც მასწავლებელს საშუალება მიეცემა, საგანგებოდ იმუშაოს ერთ ან რამდენიმე მოსწავლესთან. კლასში უნდა მოეწყოს საკლასო ბიბლიოთეკა, რომელშიც საკითხავი ტექსტები ბავშვებისთვის ხელმისაწვდომად იქნება განთავსებული სირთულის დონეების/თემატური კატეგორიების მიხედვით; საკლასო ოთახის კედლებზე გამოიკრას სიტყვების კედელი, თემატური და სასარგებლო სტრატეგიების პოსტერები, მოსწავლეთა ნამუშევრები და სხვ. საგანგებო მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ძირითადი და დამატებითი რესურსებია (ლექსიკონები, ენციკლოპედიები, ინტერნეტი) მკითხველისთვის ხელმისაწვდომი. არის თუ არა გარშემო ადამიანი (მასწავლებელი, ბიბლიოთეკარი, საკითხის მცოდნე პიროვნება), რომელსაც შეიძლება დახმარებისთვის მიმართოს მკითხველმა.
დავალება/მიზანი
კითხვის დაწყებამდე მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს ტექსტთან მუშაობის მიზნის გაცნობიერებაში. წაკითხვის შემდეგ მოსწავლეები მიუბრუნდებიან თავდაპირველად დასახულ მიზანს და ცდილობენ შეაფასონ, თუ რამდენად მიაღწიეს მას და კითხვის რომელი უნარები/სტრატეგიები გამოიყენეს წაკითხვამდე, კითხვის დროს და წაკითხვის შემდეგ. მასწავლებელი პერიოდულად განსხვავებული სირთულის ტექსტებსა და დავალებებს აძლევს მოსწავლეებს განვითარების უახლოესი ზონის გათვალისწინებით. ერთსა და იმავე გაკვეთილზე მოსწავლეები დიფერენცირებულ ჯგუფებში მუშაობენ სხვადასხვა სირთულის ტექსტსა და დავალებაზე. პერიოდულად მასწავლებელი არჩევანის თავისუფლებას ანიჭებს მოსწავლეებს, რათა მათ თავად შეარჩიონ წასაკითხი წიგნი, წერითი დავალება ან კითხვის სტრატეგია. კითხვის მიზნის გაცნობიერება ხშირად განაპირობებს მკითხველის მოტივაციას და კითხვის შესაფერისი სტრატეგიების შერჩევას. ასე რომ, მკითხველის გამოცდილებას (წასაკითხზე არსებულ ცოდნას), მოტივაციას, განწყობა-დამოკიდებულებებს, კითხვის უნარებსა და კითხვის დროს გამოსაყენებელ სტრატეგიებს განსაკუთრებული წვლილი შეაქვს კითხვის პროცესში.
სასწავლო მეთოდოლოგიური რესურსების კრებული „კითხვის და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე „I-VI კლასები 2015წ (გვ.13-15)
წაკითხულის გაგება-გააზრება კითხვის ძირითადი მიზანია. იგი თავის თავში მოიცავს რთულ კოგნიტურ პროცესებს, რომლებიც ეხმარება მკითხველს, აზრი გამოიტანოს წაკითხულიდან, კითხვის პროცესშივე დააფიქსიროს მისთვის გაუგებარი ან რთულად გასაგები ადგილები და გამოიყენოს სათანადო სტრატეგიები ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად. თუმცა კითხვაში პრობლემების მქონე მოზრდილი მკითხველებისთვის პრიორიტეტები ცოტათი განსხვავებულია. ფონოლოგიური ცნობიერება და ანბანური პრინციპის გაგება შედარებით მაღალ კლასებში წიგნიერების უნარების სწავლებაში არსებითი მნიშვნელობის მქონე კომპონენტებად არ მიიჩნევა, რადგან მოზრდილ ასაკში თითქმის ყველა, თუნდაც კითხვაში ძალიან სუსტ მოსწავლეებს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, სიტყვების წაკითხვა მაინც შეუძლიათ. თუკი მათ მაინც სჭირდებათ დახმარება ამ მიმართულებით, უმჯობესია ამისთვის გამოვიყენოთე.წ. „სიტყვების სწავლება“, რაც, ანაბანური პრინციპის სწავლებასთან შედარებით უფრო რთული უნარების გამომუშავებას გულისხმობს.
ხუთი მთავარი კომპონენტი, რომლებიც საფუძვლად უდევს კითხვის უნარის განვითარებას,ასე გამოიყურება სწავლების ადრეულ და შემდგომ ეტაპებზე:
მე-3 კლასის ჩათვლით
ფონოლოგიური ცნობიერება მე-4 კლასიდან ზემოთ
ანბანური პრინციპის გაგება თავისუფლადკითხვა თავისუფლად კითხვა ლექსიკისდაუფლება
ლექსიკის დაუფლება წაკითხულისგააზრება
წაკითხულის გააზრება მოტივაცია
როგორც ვხედავთ, ამ ჩამონათვალში აღარ გვხვდება ფონოლოგიური ცნობიერება და ანბანური პრინციპის გაგება, მაგრამ მას დაემატა მოტივაციის კომპონენტი. კითხვაში წარმატების მისაღწევად უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მოტივაცია. მოზრდილ მკითხველებში სწორედ მისი ნაკლებობა ან არარსებობა აფერხებს კითხვის უნარის განვითარების პროცესს. კითხვის უნარების განვითარების მიზნით მასწავლებელი უნდა დააკვირდეს თითოეულ მოსწავლეს სწავლების ყველა ეტაპზე და გამოავლინოს,ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელ კომპონენტში სჭირდება მას განსაკუთრებული დახმარება. სწორედ ამაზე უნდა იყოს დამოკიდებული, გაკვეთილზე რომელ კომპონენტებზე გაამახვილებს ყურადღებას მასწავლებელი. ზოგიერთ მოსწავლეს შესაძლოა ყველა ამ კომპონენტში სჭირდებოდეს დახმარება, ზოგს კი მხოლოდ მოტივაციის პრობლემა უშლიდეს ხელს სწავლაში. არიან მოსწავლეები, რომლებიც უშეცდომოდ კითხულობენ, მაგრამ ვერ ახერხებენ წაკითხულის გააზრებას, რისი მიზეზიც შეიძლება ლექსიკის გაგების უნარის ნაკლებობაა.
არამხატვრული ტექსტების გაგება-გააზრება
მოსწავლეს შეუძლია მისთვის საინტერესო თემატიკის შემცველი სხვადასხვა სახის საინფორმაციო ტექსტის მაორგანიზებელ ელემენტებზე დაკვირვებით ამოიცნოს და დაასახელოს, რა ტიპის ინფორმაციაა მოცემული კონკრეტული სახის ტექსტში; ტექსტის შესაბამის ნაწილში ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას;
• იგებს ტექსტის ზედაპირზე მოცემულ ფაქტობრივ ინფორმაციას;
• ამოკრებს ტექსტიდან კონკრეტულ ინფორმაციას;
• აჯგუფებს ინფორმაციას კონკრეტული ნიშნით;
• აკავშირებს ერთმანეთთან ექსპლიციტურად მოცემულ ფაქტებს, მოვლენებს,
მოქმედებებს და გამოაქვს სათანადო დასკვნები;
• განსაზღვრავს ტექსტის ერთ მონაკვეთში
ან მის სხვადასხვა ნაწილში ასახულ მოვლენებს / ფაქტებს შორის არსებულ ლოგიკურ
კავშირებს;
• ტექსტში მოცემულ ინფორმაციას აკავშირებს პირად გამოცდილებასთან და გამოაქვს დასკვნები;
• ამოიცნობს თემას;
• გამოყოფს და ასახელებს ტექსტის მთავარ საკითხებს;
• ტექსტის მთლიანი გააზრების საფუძველზე გამოაქვს დასკვნა.
ირინა სამსონია „წიგნიერება“ მასწავლებლის სახელმძღვანელო 2013 წ.(გვ5-9)
ყველა მეცნიერი, მკვლევარი და პედაგოგი თანხმდება იმ საკითხზე, რომ კითხვის პრობლემების მქონე მოსწავლეს პრობლემები ექმნება არა დაბალი შესაძლებლობების გამო, არამედ წაკითხულის გაგების დაბალი უნარების გამო.
ყოველი მასწავლებელი, რომელსაც სურს იყოს ფასილიტატორი სწავლის პროცესში, უნდა იყოს ასევე კითხვის მასწავლებელი, რადგან კითხვა არის ყველაზე არსებითი ფაქტორი ნებისმიერი საგნის შემთხვევაში. ყველა მასწავლებელმა იცის, რომ ზოგიერთ მოსწავლეს აქვს პრობლემები ტექსტის წაკითხვის თვალსაზრისით, მაშინ, როდესაც დანარჩენი მოსწალეები ადვილად იგებენ მასალას. კითხვის პრობლემები უფრო ნათელი ხდება, როდესაც მოსწავლეები სხვადასხვა საგანში კლასიდან კლასში გადასლისას კითხულობენ ეტაპობრივად გართულებულ ტექტებს. მოსწავლეებს სჭირდებათ დახმარება ამ უნარებისა და სტრატეგიების განსავითარელად, რათა გახდნენ თანმიმდევრული და კარგი მკითხველები და სკოლაში სწავლის პერიოდში მიაღწიონ წარმატებას ამ თვალსაზრისით.
თითოეულ მკითხველს აქვს თავისი განსაკუთრებული უნარი და ნიჭი. თითოეულ მკითხველს აქვს ასევე უფლება, შეისწავლოს ის ინფორმაცია, რომელიც მას ძალუძს. ამის გამოსავლენად, სწავლის გამოცდილება ძალიან პერსონალურია და კითხვითი მოგზაურობის დროს ძალიან ინდივიდუალურია. მასწავლებელი არის კაპიტანი, რომელიც განსაზღვრავს მკითხველის მოგზაურობის კურსს, წყვეტს, როგორ უნდა იმოგზაუროს თითოეულმა მათგანმა და რა უნა ისწავლოს დღის განმავლობაში. სწავლისა და ცოდნის მიღებისკენ მიმართული მშვიდი ზღვაოსნობისთვის საჭირო განმასხვავებელი ინსტრუქციები ეფუძნება შემსწავლელის ცოდნის, უნარებისა და შესაძლებლობების წინასწარ ეფექტურ შეფასებას. ეს სტუდენტზე ორიენტირებული და მოქნილი ქმედებაა, რადგან ეს ერევა და პასუხობს ველა მკითხველის ცვალებად საჭიროებებს. არ გაგჩენიათ სურვილი, რომ გქონდეთ ჯადოსნურ ჯოხი, რომლის მეშვეობითაც ყველა თქვენს სტუდენტს აქცევთ თანმიმდევრულ და კარგ მკითხველად? დღესდღეობით ძალიან ბევრი მკითხველი დგას ტექსტის შეფასების წაკითხვის პრობლემის წინაშე. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ არსებობს მომზადებული ჯადოსნური ფორმულა იმისა, თუ როგორ ვასწავლოთ სტუდენტებს კითხვა. თუმცა, განათლების სფეროს სპეციალისტებს შეუძლიათ განმასხვავებელი ინსტრუქციების მეშვეობით შეიმუშაონ სტრატეგიები, რომლებიც მისაღები იქნება ყველა შესაძლებლობისა და დონის მიხედვით. გახსოვდეთ, რომ არასოდეს არ არის გვიან დავეხმაროთ სტუდენტს გამოავლინოს კითხვის პოტენციალი. კითხვის პრობლემის გაანალიზებისას ძალიან ბევრი დრო დაიხარჯა ძველი მასწავლებლების, მშობლების, სახელმძღვანელოებისა და პროგრამების დადანაშაულებაში. ეს დრო და ენერგია შეიძლება გამოვიყენოთ უფრო ნაყოფიერად სტუდენტების კითხვის შესაძლებლობების დიაგნოსტირებისა და ყოველდღიურ საგაკვეთილო პროცესში წარმატებული მორგებული გამოცდილების დანერგვის მეშვეობით.
კეროლინ ჩეპმენის და რიტა კინგის „კითხვის სწავლების განსხვავებული სტრატეგიები სხვადასხვა საგანში“2016წ (გვ.4-6)
წერა–კითხვის ათვისება განსაკუთრებით შედეგიანია, როცა იგი მოსწავლეზე ორიენტირებულ, კონსტრუქტივისტულ, აქტიურ სწავლება–სწავლის მიდგომებს ეფუძნება. ასეთი სასწავლო პროცესი გაკვეთილებისა და თემატური ერთეულების იმგვარად დაგეგმვასა და წარმართვას გულისხმობს, როდესაც მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებში ჩართვისა და საკუთარი მიღწევების შეფასების საშუალება ეძლევათ. ქვემოთ აღწერილია სასწავლო პროცესის ორგანიზების კონცეპტუალური ჩარჩო, რომელიც მასწავლებელს გაუადვილებს წერა–კითხვის აქტივობების შერჩევას, ეფექტური გაკვეთილების ორგანიზებასა და ჩატარებას.
ეფექტური მკითხველები, როგორც კი ახალ ინფორმაციას წააწყდებიან, მაშინვე საკუთარი აღქმის პროცესის კონტროლს იწყებენ. მაგალითად, ტექსტის წაკითხვის დროს, მცირედი გაუგებრობისას, მკითხველი ხელახლა უბრუნდება წაკითხულს. მსმენელი მოწოდებული მასალის მოსმენისას შეკითხვას სვამს, ან სათანადო აღნიშვნებს აკეთებს. პასიური მკითხველი ან მსმენელი უბრალოდ გვერდს უვლის შეფერხებებს აღქმაში და არ ადარდებს გაუგებარი ან გამოტოვებული მომენტები.
პაპავა პაატა, ჭანტურია თამარ, წიგნიერება მასწავლებლის სახელმძღვანელო 2012 სამოქალაქო განათლების ინსტიტუტი
ძირითადი საკვლევი კითხვები
კვლევის მთავარ კითხვად დავისახეთ - რა არის მეოთხე კლასის მოსწავლეთათვის საინფორმაციო ტექსტების გაგება-გააზრებასთან დაკავშირებული პრობლემების გამომწვევი მიზეზები და როგორია მათი გადაჭრის გზები?
კვლევის მთავარ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჩამოვაყალიბეთ შემდეგი ქვეკითხვები:
• როგორია მოსწავლეთა დამოკიდებულება კითხვისადმი?
• რა სიხშირით კითხულობენ?
• რას კითხულობენ?
• რა სირთულეები აქვთ კითხვაში?
• როგორ ეხმარება ოჯახი ბავშვს კითხვის უნარის განვითარებაში,
• ყველა მოსწავლისთვის არის თუ არა საკმარისი გაკვეთილზე განხორციელებული აქტივობები?
• როგორ მუშაობენ მოსწავლეები მწირი ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე?
• როგორ იყენებენ მოსწავლეები კითხვის პროცესში გაგება-გააზრების სტრატეგიებს?
• რა მიმართულებით უნდა გავაუმჯობესოთ მუშაობა?
კვლევის მიზნები
გამოვკვეთეთ კვლევის მიზნები:
• მეოთხე კლასებში საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრებასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზების შესწავლა;
• პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზების გამონახვა;
• შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება;
• მიღწეული შედეგების შეფასება.
კვლევის ამოცანები
დასახული მიზნების მისაღწევად შევიმუშავეთ კვლევის ამოცანები:
• პირველადი მონაცემების შეგროვება და დამუშავება
• ფოკუსირებული ტესტირების შედეგების მონაცემების შეგროვება და ანალიზი
• ინტერვენციის დაგეგმვა და განხორციელება
• მონიტორინგი და შეფასება
კვლევის მეთოდები
კვლევის მეთოდებად ავირჩიეთ როგორც თვისებრივი, ასევე რაოდენობრივი მეთოდები.
• მოსწავლეთა ტესტირება
• მოსწავლეთა ანკეტირება
• დაკვირვება
• ფოკუსჯგუფი
შეგროვებული მასალა ვაწარმოეთ დღიურების სახით.
პირველადი მონაცემების ანალიზი
მონაცემთა შეგროვება მოვახდინეთ შემდეგი მეთოდების გამოყენებით:
• სკრინინგული ტესტირება
• დიაგნოსტიკური ტესტირება
სკრინინგული და დიაგნოსტიკური ტესტირებისთვის გამოვიყენეთ ტესტები(G-PRIED-ის დიაგნოსტიკური ტესტები მე-4 კლასისთვის;) (დანართი 1)
საკვლევი საკითხის უფრო სიღრმისეულად გააზრების და ადეკვატური ნაბიჯების დაგეგმვის მიზნით მე და ჩემმა კოლეგამ მარინა ხიზანიშვილმა პირველადი მონაცემების საწყისად განვიხილეთ 2018 წლის იანვრის თვეში მე-4 კლასებში ჩატარებული სკრინინგული ტესტირების მონაცემები. ამ ტესტირებების მიზანი იყო ლექსიკური მარაგის ფლობის, მხატვრული და საინფორმაციო ტექსტების გაგება-გააზრების უნარების დიაგნოსტირება.
ამ შედეგების მიხედვით ჩემს მე-4-ბ კლასში ასეთი სურათი გამოიკვეთა:
სკრინინგი - IV-ბ კლ, იანვარი, 2018 წ.
სკრინინგის შედეგები ცხადყოფს, რომ IV-ბ კლასში დაბალი მაჩვენებელი იკვეთება საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრების მიმართულებით. კლასის მოსწავლეთა 57%-ს დაბალი მაჩვენებელი უფიქსირდება. ჩემი მონაცემები გავაცანი ჩემს კოლეგას- მარინა ხიზანიშვილს. აღმოჩნდა, რომ მცირე განსხვავების მიუხედავად, იგივე პრობლემა იკვეთება მის პრაქტიკაშიც.
სამივე მე-4 კლასში სკრინინგული ტესტირების საერთო სურათი დიაგრამების და ცხრილის სახით ასეთია:
სკრინინგული შედეგების ანალიზის შესაბამისად, სამივე მეოთხე კლასში, 64 მოსწავლიდან საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრებაში დაბალი მაჩვენებელი აქვს 34 მოსწავლეს, რაც მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 52%-ია.
პირველადი მონაცემების ანალიზმა და ჩვენმა პედაგოგიურმა პრაქტიკამ დაგვანახა, რომ დაწყებით კლასებში საინფორმაციო ტექსტების გაგება- გააზრება მეტად საყურადღებო თემაა, დვინახეთ ქმედითი ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობა შედეგების გასუმჯობესებლად. ჩემს კოლეგასთან მარინა ხიზანიშვილთან თანამშრომლობის გზით განვახორციელეთ მონაცემთა შეგროვების შემდგომი ნაბიჯები ქმედითი და ეფექტური ინტერვენციების გეგმის შესამუშავებლად:
1. დიაგნოსტიკური ტესტირება
2. ფოკუსირებული ტესტირება
3. დაკვირვება
4. მოსწავლეთა ანკეტირება
5. ფოკუსჯგუფი
დიაგნოსტიკური ტესტირება
ამ ტესტირებების მიზანი იყო ლექსიკური მარაგის ფლობის, მხატვრული და საინფორმაციო ტექსტების გაგება-გააზრების უნარების დიაგნოსტირება, კიდევ რათა გამოკვეთილიყო ამ ეტაპზე არსებული საჭიროებები.
ამ შედეგების მიხედვით ჩემს მე-4-ბ კლასში ასეთი სურათი გამოიკვეთა:
დიაგნოსტირება- IV-ბ მარტი, 2018
ნათლად ჩანს, 2018 წლის მარტის თვეში დიაგნოსტირების ანალიზის შედეგების მიხედვით, რომ გაგება-გააზრების შედეგების დინამიკა გაუმჯობესდა, მაგრამ მაინც თვალშისაცემია საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრების დაბალი მაჩვენებელი: მე-4-ბ კლასის 21 მოსწავლიდან დაბალი მაჩვენებელი აქვს 10 მოსწავლეს, რაც მთელი კლასის მოსწავლეთა 48%-ს წარმოადგენს. თითქმის ანალოგიური მდგომარეობაა ჩემი კოლეგის მარინა ხიზანიშვილის პრაქტიკაშიც. შედეგების დაჯამებამ სამივე მეოთხე კლასში ასეთი სურათი მოგვცა:
ისევე, როგორც თითოეულ კლასში, საერთო მაჩვენებელშიც შეიმჩნევა გაუმჯობესების ტენდენცია. თუმცა საინფორმაციო ტექსტების გაგება-გააზრების დაბალი მაჩვენებელი - 47% თვალშისაცემია. დავინახეთ ფოკუსირებული ტესტირების ჩატარების აუცილებლობა, რათა უფრო ნათლად გამოკვეთილიყო მიზეზები და საჭიროებები.
ფოკუსირებული ტესტირება
სკრინინგული და დიაგნოსტიკური ტესტირების ანალიზის შედეგად მე-4-ბ კლასში გამოვყავი მოსწავლეთა სამიზნე ჯგუფი-6 მოსწავლე(მოსწავლეებს მოვიხსენიებ პირობითად, მაგ: #1, #2, #3 და ა.შ.). ამ ჯგუფში მოხვდნენ ისეთი მოსწავლეები, რომელთაც ჰქონდათ ყველაზე დაბალი შედეგები საინფორმაციო ტექსტის გაგება - გააზრებაში. სამიზნე ჯგუფში მოხვედრილ მოსწავლეთა ძლიერი და სუსტი მხარეების დასადგენად ჩავატარე ფოკუსირებული ტესტირება საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრებაში რამდენიმე მიმართულებით, რათა მიმეღო დეტალური ინფორმაცია სხვადასხვა უნარების ფლობის თვალსაზრისით. ინტერვენციების განსახორციელებლად ავირჩიე ის ხუთი უნარი, სადაც უფრო დაბალი შედეგები იყო:
1. ლექსიკური მარაგი;
2. მოვლენების თანმიმდევრობა;
3. მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაცია;
4. შედარება: მსგავსება-განსხვავება;
5. მიზები და შედეგები.
(G-PRIED-ის დიაგნოსტიკური ტესტები მე-4 კლასისთვის;) (დანართი 2)
ამ უნარების მე-4-ბ კლასის სამიზნე ჯგუფის ფოკუსირებული ტესტირების შედეგები წარმოდგენილია დიაგრამის და ცხრილის სახით
მონაცემები ცხადყოფს, რომ მე-4-ბ კლასში დაბალი მაჩვენებელი იკვეთება ხუთივე მიმართულებით: ლექსიკური ერთეულების ფლობა-6 მოსწავლიდან დაბალი მაჩვენებელი აქვს 4 მოსწავლეს, მიზეზების და შედეგების დადგენა უჭირს 3 მოსწავლეს, მოვლენების თანმიმდევრულად გადმოცემა-4-ს, შედარება: მსგავსება-განსხვავების დადგენა -3 მოსწავლეს, ხოლო მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის გამიჯვნა-3 მოსწავლეს.
ჩემი კოლეგის-მარინა ხიზანიშვილის საკლასო სივრცეშიც გამოიკვეთა პრობლემები შემდეგი მიმართულებებით: ლექსიკის, მთავარი აზრის და დეტალების გაგების, ინფორმაციის დახარისხების და პრობლემების გადაჭრის გზების ძიების მიმართულებით. ჩვენი შედეგების შეჯამებულმა ანალიზმა, კიდევ უფრო ნათელი გახადა თანამშრომლობითი მუშაობის აუცილებლობა, რათა თავიდან იქნას აცილებული საინფორმაციო ტექსტების წაკითხვის გაგება-გააზრების პრობლემური მდგომარეობა ჩვენი სკოლის მეოთხე კლასებში:
დაკვირვება
სამიზნე ჯგუფის მოსწავლეთა კითხვის უნარებზე დაკვირვებას სისტემატიურად ვახორციელებდი, რათა აღმომეჩინა სწორედ ის სისუსტეები, რომლებიც ხელს უშლის მოსწავლეებს საინფორმაციო ტექსტების გაგება-გააზრებაში. დაკვირვების შედეგებს მუდმივად ვინიშნავდი დღიურში. დაკვირვებას ვაწარმოებდი როგორც მთელ კლასთან, ასევე დიფერენცირებულად მიზნობრივ ჯგუფებთან. ლექსიკური ერთეულების განმარტებების, გაწაფული კითხვისა და კითხვის სტრატეგიების გამოყენების უნარებზე დაკვირვება ვაწარმოე სხვადასხვა სახის ტექსტებზე მუშაობის პროცესში.
მე-4-ბ კლასის დაკვირვების შედეგები ავსახე ცხრილში:
მოსწავლე # განმარტავს
სიტყვებს კითხულობს
მოქნილად იყენებს გაგება-
გააზრების სტრატეგიებს
1 + - + - - - - - + - + - + + + + - + - - - -
3 + - + + - - - + + + - + + - - - + +-- - -
4 + - - + + - - + + + + - + + + - - + - - -
5 + - - - + - + + - + - + + + - - + + - - -
6 + - - - + - - + + + + - + - - - - + - - -
ცხრილში ასახული მონაცემები ცხადყოფს, რომ მოსწავლეებს შეფერხება აქვთ ძირითადად ლექსიკური ერთეულების ფლობისა და კითხვის მოქნილი სტრატეგიების გამოყენების მიმართულებით.
მსგავსი დასკვნები გამოიტანა ჩემმა კოლეგამ მარინა ხიზანიშვილმაც.
მოსწავლის
# ხშირად სტუმრობს ბიბლიოთეკას უფრო მეტად კითხულობს მხატვრულ ტექსტებს აინტერესებს საინფორ-მაციო ტექსტების კითხვა ეძებს გაუგებარი სიტყვების განმარტებებს სვამს შეკითხვებს კითხვის დროს აკეთებს ჩანიშვნებს გამოთქვამს აზრს წაკითხულის შესახებ მოსწონს წაკითხვის შედეგად მიღებული შთაბეჭ- დილებების ხატვა მოსწონს ფერადი ილუსტრაციებით ტექსტები
1 + + + + + +
2 + + + + +
3 + + + + + + +
4 + + + +
5 + + + + + + +
6 + + + + + +
მოსწავლეთა ანკეტირება (მე-4-ბ კლასი პედაგოგი -ნელი ზაქაიძე)
მოსწავლეთა საჭიროებების უფრო დეტალურად დადგენის და საჭირო ინტერვენციების დაგეგმვის მიზნით ჩავატარე მე-4-ბ კლასის სამიზნე ჯგუფის მოსწავლეთა გამოკითხვა შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
გამოკითხვის შედეგებმა ცხადყო, რომ მოსწავლეები ხშირად სტუმრობენ ბიბლიოთეკას, უფრო მეტად კითხულობენ მხატვრულ ლიტერატურას, თუმცა, აღმოჩნდა, რომ საინფორმაციო ტექსტებიც აინტერესებს მოსწავლეთა უმრავლესობას, მაგრამ უჭირს აზრის გამოტანა, რადგან ბევრი სიტყვის მნიშვნელიობა არ ესმის, და არ იცის როგორ მოახერხოს ამ სიტყვების მნიშვნელობების გარკვევა, ხშირად წაკითხვის შემდეგ ვერ იგებენ საინფორმაციო ტექსტის მთავარ აზრს. შეკითხვებს იშვიათად სვამენ, წაკითხვის შედეგად მიღებული შთაბეჭდილებებით ხატვა მოსწონთ, მთავარია, ტექსტი იყოს გასაგები და საინტერესო, განსაკუთრებით მოსწონთ ტექსტები ფერადი ილუსტრაციებით.
ჩემი კოლეგის მარინა ხიზანიშვილის სამიზნე ჯგუფების მოსწავლეებთან განხორციელებული დაკვირვების შედეგები და დასკვნები ასეთია:
მოსწავლეთა გამოკითხვა (მე-4-ა კლასი და მე-4-გ კლასი პედაგოგი მარინა ხიზანიშვილი)
მოსწავლის
# კითხულობსკლასგარეშე ლიტერატურას უფრო მეტად კითხულობს მხატვრულ ტექსტებს აინტერესებს საინფორმაციო ტექსტები ეძებს გაუგებარი სიტყვების განმარტებებს უჩნდება შეკითხვები კითხვის დროს იყენებს სტრატეგიებს
1 + + + + +
2 + + +
3 +
4 + + + +
5 + + +
6
7 + + + + +
8
9
10 + + + +
აღმოჩნდა, რომ 4 მოსწავლე საერთოდ არ კითხულობს კლასგარეშე ლიტერატურას; საინფორმაციო და შემეცნებითი ტექსტებით ინტერესდება მხოლოდ 3 მოსწავლე; 5 მოსწავლე კითხვის დროს უყურადღებოდ ტოვებს გაუგებარ სიტყვებს; 3 მოსწავლეს არ უჩნდება კითხვები, 3-ს კი უჩნდება, მაგრამ პასუხებს სად და როგორ მიაგნოს არ იცის; მხოლოდ 2 ახერხებს კითხვისას რაიმე სტრატეგიის გამოყენებას (ძირითადად ხატავს).
ფოკუსჯგუფი
მოსწავლეთა საჭიროებების უკეთ წარმოჩენის და არსებული პრობლემების მოგვარების ეფექტიანი ნაბიჯების დაგეგმვის მიზნით გადავწყვიტეთ პრობლემის უფრო ფართოდ შესწავლა და გამოვიყენეთ ფოკუსჯგუფი.
ფოკუსჯგუფში დისკუსიისთვის მოვიწვიე სამიზნე ჯგუფის 6 მოსწავლის მშობელი. მშობლები ინფორმირებულნი იყვნენ კვლევის მიზნის შესახებ, ექვსივე თანახმა იყო მიეღო მონაწილეობა კვლევის პროცესის სრულყოფისთვის დაგეგმილ დისკუსიაში. დისკუსია გაიმართა ჩემ მიერ წინასწარ მომზადებული გეგმის მიხედვით, ვცდილობდი, მშობლებისთვის შემექმნა ღიაობისთვის კომფორტული გარემო, რათა დასმულ კითხვებზე მიმეღო გულახდილი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია, წამოჭრილიყო მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც შეიძლება არც კი გამოვლენილიყო სხვა ვითარებაში, თუნდაც ჩვეულებრივი ინტერვიუს დროს, წარმომეჩინა მშობლის თვალით დანახული პრობლემები, მოსაზრებები და წინადადებები.
დისკუსია შედგა შემდეგი შეკითხვების გარშემო:
რა ჟანრის ლიტერატურის კითხვა უყვარს თქვენს შვილს და რა რატომ?
თქვენი აზრით, თქვენი შვილი საკმარისად ხშირად კითხულობს?
რა ფორმით გამოხატავს თქვენი ბავშვი წაკითხულის შესახებ შთაბეჭდილებებს?
გისვამთ თუ არა შეკითხვებს კითხვის დროს? როგორი სახის შეკითხვებს სვამს იგი?
თქვენი აზრით, მეოთხეკლასელებს უნდა უკითხავდეს უფროსი თუ არა ხშირად?
თქვენი შვილი გთხოვთ დახმარებას წასაკითხი ლიტერატურის შესარჩევად?
როგორი წიგნები მოსწონს?
რა შემთხვევაში კითხულობს საინფორმაციო ტექსტებს?
საინფორმაციო ტექსტების წაკითხვას რა თემაზე ამჯობინებს?
რა საჭიროებებს ხედავთ წაკითხულის გაგება-გააზრების თვალსაზრისით?
ფოკუსჯგუფისგან გამოიკვეთა შემდეგი: მოსწავლეებს მოსწონთ მხატვრული ლიტერატურის: იგავ-არაკების, ზრაპრების, პატარა მოთხრობების და ლექსების კითხვა, რადგან უკეთ იგებენ წაკითხულს. უფრო მეტად ნახატებიან წიგნებს და ილუსტრაციებით მდიდარ ტექსტებს ანიჭებენ უპირატესობას, მოსწონთ ილუსტრაციებზე დაკვირვება, რაც უადვილებთ წაკითხულის უკეთ გაგებას. ბავშვები შთაბეჭდილებებს ძირითადად ნახატებით გამოხატავენ, მშობლების უმრავლესობა ფიქრობს, რომ მეოთხეკლასელისთვის არ არის მნიშვნელოვანი, მას ხშირად სხვა უკითხავდეს და ასმენინებდეს წაკითხულს, რადგან კითხვა იცის და თვითონ უნდა კითხულობდეს. მშობლები ხშირად ვერ ახერხებენ მონაწილეობა მიიღონ პატარებთან ერთად წასაკითხი ტექსტების შერჩევაში. ბავშვები უფრო მეტად სვამენ წაკითხული ტექსტიდან გაუგებარ სიტყვებთან და ფრაზებთან დაკავშირებულ შეკითხვებს, ასევე, რაიმე ფაქტთან, მოვლენასთან დაკავშირებულ ინტერესის დასაკმაყოფილებლად, რადგან ურჩევნიათ სხვისგან გაიგონ და მოისმინონ. საინფორმაციო ტექსტებს კითხულობენ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე თემით ძალიან დაინტერესდა, მაშინ ითხოვს დახმარებას წასაკითხი ტექსტის შერჩევისთვის. ბავშვები ცდილობენ საინფორმაციო ტექსტის წაკითხვის დროს გვერდით ჰყავდეთ ადამიანი, რომელიც დაეხმარება წაკითხულის უკეთ გაგებაში. პატარებს ძირითადად მოსწონთ საინფორმაციო ტექსტები ბუნების ცოცხალ და არაცოცხალ საკითხებზე, საოცრებებზე, ბუნების მოვლენებზე, მათთვის ცნობილ პიროვნებებზე. მშობლები თვლიან, რომ ის დრო, რომელსაც მათი შვილები კითხვისთვის ხარჯავენ ძალიან ცოტაა და არ არის საკმარისი კითხვის უნარების გასავითარებლად.
მარინა ხიზანიშვილთან ფოკუსჯგუფის მუშაობის დროს გამოიკვეთა შემდეგი: დისკუსიის დროს გაჟღერდა, რომ მოსწავლეთა მხოლოდ მცირე ნაწილი კითხულობს სახლში კლასგარეშე ლიტერატურას, უმეტესად ზღაპრებს. უმეტესობას „არ უყვარს“, „დრო არ აქვს - დაკავებულია წრეებით“, „მარტოს ეზარება“,...მშობლებს დროის უკმარისობის გამო „ვერ უხერხდებათ“ მათთან ერთად კითხვის პროცესში მონაწილეობის მიღება, ბუნებრივია, ვერც დახმარებას უწევენ. არცერთი მათგანი არ უკითხავს შვილს (თვლიან, რომ უკვე დიდები არიან და ასე უფრო გაიწაფებიან კითხვაში.) საკითხავი ლიტერატურის მოძიებას უმეტესობა სახლის ბიბლიოთეკაში ახერხებს.
პრობლემის მიზეზები
ფოკუსირებული ტესტირების, მოსწავლეთა გამოკითხვის და ფოკუსჯგუფებთან მუშაობის შედეგად გამოიკვეთა მიზეზები, რომლებიც იწვევენ საინფორმაციო ტექსტების გაგება- გააზრების პრობლემებს:
საინფორმაციო ლიტერატურისადმი ნაკლები ინტერესი;
მოსწავლეთა ლექსიკის სიმწირე;
კითხვის სტრატეგიების არასათანადო ფლობა;
კითხვის მოტივაციის ნაკლებობა;
კითხვისთვის არასაკმარისი დროის დათმობა;
მშობელთა ჩართულობის დაბალი ხარისხი;
ინტერვენციების გეგმის დასახვა
შედეგების განხილვის შემდეგ მე და ჩემმა კოლეგამ მარინა ხიზანიშვილმა ერთობლივი მსჯელობის და სხვა კოლეგებთან თანამშრომლობითი ურთიერთობის გზით შევიმუშავეთ სამოქმედოდ ძირითადი სტრატეგია: დავგეგმეთ, ქართული ენის და ლიტერატურის გაკვეთილების ჩატარება მეოთხე კლასებში დიფერენცირებული მიდგომით, სადაც დაბალი მზაობის ჯგუფში მოიაზრება მოსწავლეები სამიზნე ჯგუფიდან (6 მოსწავლე: #1, #2, #3, #4, #5, #6). დიფერენცირებას ვახდენი გაკვეთილის მსვლელობისას და აქტიურად ვიყენებდი მართული კითხვის პრაქტიკას, რომლის დროსაც მეძლეოდა საშუალება კარგად დავკვირვებოდი და გამეანალიზებინა მოსწავლეთა საჭიროებანი, რათა დავხმარებოდი თითოეულ მოსწავლეს მიზნობრივად. დიფერენცირებული მიდგომა მთელი კლასის თითოეულ მოსწავლებს ეხმარებოდა - ნელ-ნელა განევითარებინა კითხვის ის უნარები, რომელიც მნიშვნელოვანია წაკითხუ;ლი ტექსტის გაგება-გააზრებისთვის, მეტაკოგნიციისთვის. ამგვარი მიდგომა მოსწავლეებს უმტკიცებს საკუთარი ძალების რწმენას, უმაღლებს ინტერესებს და მოტივაციას.
გარდა ამისა, კვირაში ორჯერ დამატებითი მუშაობა მეოთხე კლასების სამიზნე ჯგუფის მოსწავლეებთან საჭიროების მიხედვით გაკვეთილების შემდეგ, (მშობლებთან შეთანხმების საფუძველზე).
კითხვის სწავლა-სწავლების ოპტიმალურ მოდელად ავირჩიეთ გაგება-გააზრების უნარ-ჩვევებისა და სტრატეგიების ნაბიჯ-ნაბიჯ დანერგვის პრაქტიკა, რაც გულისხმობს შემდგომ ნაბიჯებს:
nabiji 1. – „მე ვაკეთებ“ თავდაპირველად მოსწავლეებს ვუჩვენებდი, თუ როგორ ვიყენებდი სამიზნე სტრატეგიას, ამისთვის ვარჩევდი მათთვის საინტერესო ტექსტს და ვიყენებდი ხმამაღალი ფიქრის ტექნიკას.
nabiji 2. –“ერთად ვაკეთებთ“ გადავდიოდი ერთობლივ პრაქტიკაზე, ანუ სტრატეგიას ვიყენებდი ერთობლივად, დემონსტრირების პროცესს მე წარვმართავდი და პერიოდულად შიგ ვრთავდი მოსწავლეებს..
nabiji 3. –“ მართული პრაქტიკა-მე ვეხმარები“ ვატარებდით მართული პრაქტიკის აქტივობებს, ვთავაზობდი მოსწავლეებს სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებას წყვილებსა და სამეულებში. იქვე ვაწვდიდი კონსტრუქციულ უკუკავშირს.
nabiji 4. –“შენ აკეთებ“ ვაძლევდი საშუალებას მოსწავლეებს დამოუკიდებლად გამოეყენებინათ სამიზნე უნარ-ჩვევა/სტრატეგია. ვაძლევდი საშუალებას სტრატეგიების გამოყენების შედეგებზე სასაუბროდ, საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად და შთაბეჭდილებების გამოსახატად.
სასწავლო მეთოდოლოგიური რესურსების კრებული „კითხვის და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე „I-VI კლასები 2015წ (გვ.15)
ინტერვენციები
დავსახე ნაბიჯები, რაც დამეხმარა ინტერვენციების გნხორციელებასა და მიზნის მიღწევაში:
რესურსების მობილიზება;
ინტერვენციების გეგმის შემუშავება;
დიფერენცირებული და დამატებითი მუშაობის წარმართვა;
იმის გათვალისწინებით, რომ სამიზნე ჯგუფებში არ გამოიკვეთა განსხვავებული საჭიროებები, მე და ჩემმა კოლეგამ მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით დავგეგმეთ საინფორმაციო ტექსტების გაგება-გააზრების აქტივობები, მოვამზადეთ საჭირო რესურსები, შევარჩიეთ ტექსტები მოსწავლეთა ინტერესების და საჭიროებების გათვალისწინებით, ლექსიკის გასამდიდრებელი ეფექტური აქტივობები და სავარჯიშოები, შევიმუშავეთ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების სტრატეგიები, შევიმუშავეთ მოსწავლეებთან დამატებითი მუშაობის გრაფიკი, რიგ საკითხებზე ვაწარმოეთ შეთანხმება სამიზნე ჯგუფების მოსწავლეთა მშობლებთან, კათედრის წევრებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით დავგეგმეთ ინტერვენციები, რომლებიც დაგვეხმარება პრობლემის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრასა და შედეგების გაუმჯობესებაში:
აქტივობების განსახორციელებლად გამოვიყენე სასკოლო და სასწავლო-საგანმანათლებლო რესურსები:
სასკოლო სახელმძღვანელოები
G-prieD საკითხავი წიგნები
სასკოლო, საკლასო და საოჯახო ბიბლიოთეკაში დაცული საბავშვო ლიტერატურა
ლექსიკონები
G-prieD გრაფიკული სქემები
G-prieD მოსწავლეთა სამუშაო ბარათები
G-prieD პოსტერები
G-prieD დიაგნოსტიკური და ფოკუსირებული ტესტები
G-prieD სასწავლო - მეთოდოლოგიური რესურსების კრებული
საინფორმაციო ტექსტების გაგება-გააზრებისთვის გამოვიყენე ეფექტური სტრატეგიები და მაორგანიზებელი გრაფიკული სქემები:
ასოციაციური კავშირები
მოვლენების ჯაჭვი
პარალელების გავლება/კავშირების დამყარება
მახასიათებლების ცხრილი
თემა და დეტალები
ვიზუალიზაცია
მონიშვნებით კითხვა
კლასტერული რუკა
მოლოდინების გზმკვლევი
ვიცი, გავიგე, მინდა ვიცოდე...
ვენის დიაგრამა
დიორამა
მოლოდინების გზამკვლევი
ლექსიკური მუშაობისთვის და ლექსიკური მარაგის გამდიდრების მიზნით სისტემატიურად, კითხვის სხვა აქტივობებთან შერწყმით ვიყენებდი ლექსიკურ სტრატეგიებს, ლექსიკონებს. ლექსიკური მუშაობისთვის შევარჩიე შემდეგი აქტივობები:
სინონიმთა და ანტონიმთა წრე;
სიტყვის რუკა;
სიტყვის პირამიდა;
სიტყვების გამომძიებელი;
წინადადებების განვრცობა;
ფრეიერის სქემა;
დაკარგული სიტყვები;
წინადადებები საკვანძო სიტყვების გამოყენებით;
სიტყვის ვერბალური და ვიზუალური ასოციაციური რუკა.
(დანართი #3)
ინტერვენციების გეგმა
მიზანი ტექსტები
სტრატეგია პერიოდი
მოვლენების თანმიმდევრობა
კითხვის ეფექტური სტრატეგიის დაუფლება
ხმამაღალი ფიქრი
მართული კითხვა
ლექსიკური მუშაობა
ნაბიჯ-ნაბიჯ დანერგვის პრაქტიკა
ცისარტყელა თემა და დეტალები
ფრეიერის სქემა
ხმამაღალი ფიქრი 19.03-23.03
როგორ დავრგოთ ხე მოვლენათა თანმიდევრობის ჯაჭვი
წინადადებების განვრცობა
ხმამაღალი ფიქრი 26.03-30.03
ლელა ქისტაური
„მაინც რამდენ ხანს ცოცხლობს პეპელა” ვიზუალიზაცია
სიტყვების გამომძიებელი
ხმამაღალი ფიქრი
02.04-05.04
მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაცია
კითხვის ეფექტური სტრატეგიის დაუფლება
მართული კითხვა
ლექსიკური მუშაობა
ნაბიჯ-ნაბიჯ დანერგვის პრაქტიკა მალდივის კუნძულები დიორამა
დაკარგული სიტყვები
ხმამაღალი ფიქრი 10.04-13.04
ნინო სურმავა
„ჭიანჭველა“ მოლოდინების გზამკვლევი
წინადადებები საკვანძო სიტყვების გამოყენებით
ხმამაღალი ფიქრი 17.04-20.04
ყველაზე პატარა კონტინენტი ვიცი, გავიგე, მინდა ვიცოდე...
მნიშვნელოვანი სიტყვები
ხმამაღალი ფიქრი 24.04-27.04
მიზეზებისა და შედეგების დადგენა
ლექსიკური მუშაობა
კითხვის ეფექტური სტრატეგიის დაუფლება
ხმამაღალი ფიქრი
მართული კითხვა
ლექსიკური მუშაობა
ნაბიჯ-ნაბიჯ დანერგვის პრაქტიკა
ფერადი ზღვები ასოციაციური კავშირები
სიტყვის პირამიდა
ხმამაღალი ფიქრი 01.05-04.05
ხის ბიჭუნას ამბავი კავშირების დამყარება
სინონიმთა და ანტონიმთა წრე
ხმამაღალი ფიქრი
07.05-11.05
ნინო სურმავა
„სპილო“ კლასტერული რუკა
დაკარგული სიტყვები
ხმამაღალი ფიქრი 14.05-18.05
შედარება (მსგავსება-განსხვავებები)
კითხვის ეფექტური სტრატეგიის დაუფლება
ხმამაღალი ფიქრი
მართული კითხვა
ლექსიკური მუშაობა
ნაბიჯ-ნაბიჯ დანერგვის პრაქტიკა დელფინი და ზვიგენი მახასიათებლების ცხრილი
სიტყვის ვერბალური და ვიზუალური ასოციაციური რუკა
ხმამაღალი ფიქრი 21.05-23.05
წვიმა და თოვლი მონიშვნებით კითხვა
ცნების რუკა
ხმამაღალი ფიქრი 24.05-27.05
ვასილ გულეური
„თეთრი დათვი და მურა დათვი“ ვენის დიაგრამა
სიტყვების გამომძიებელი
ხმამაღალი ფიქრი
28.05-31.05
სამი თვის განმავლობაში ვიმუშავე დასახული ნაბიჯების განსახორციელებლად-როგორც მთელ კლასთან ერთად დიფერენცირებულად, ასევე გაკვეთილების შემდეგ სამიზნე ჯგუფის 6 მოსწავლესთან დამატებით. დამატებით მეცადინეობების გრაფიკი და გეგმა შევათანხმე სკოლის დირექციასთან და მოსწავლეთა მშობლებთან. მოსწავლეები რჩებოდნენ გაკვეთილების შემდეგ საკლასო ოთახში. მუშაობის ასეთი ფორმა მეხმარებოდა მოსწავლეებთან მუშაობის პროცესში უფრო დეტალურად და ამომწურავად გამეთვალისწინებინა მათი ინდივიდუალური საჭიროებები და განმეხორციელებინა ადეკვატური ქმედებები. მოტივაციის ასამაღლებლად ვიყენებდი განმავითარებელი შეფასების სტრატეგიებს ეფექტური უკუკავშირის-სიტყვიერი და წერილობითი კომენტარები, სტიკერები, სახალისო შეჯიბრებების სახით.
ინტერვენციებზე მუშაობა წარვმართე შემდეგი მიმართულებებით:
ძირითადინ მიზნები: კითხვის ეფექტური სტრატეგიის დაუფლება, ხმამაღალი ფიქრის ხელშეწყობა, ლექსიკური მუშაობა, მართული კითხვის და ნაბიჯ-ნაბიჯ დანერგვის პრაქტიკის განხორციელება.
საინფორმაციო ტექსტების გაგება-გააზრების მიმართულებები:
მოვლენების თანმიმდევრობა, მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაცია, მიზეზებისა და შედეგების დადგენა, შედარება (მსგავსება-განსხვავებები).
გაგება-გააზრების ეფექტური სტრატეგიები:
ვიზუალიზაცია, სიტყვების გამომძიებელი, თემა და დეტალები, ფრეიერის სქემა, მოვლენათა თანმიდევრობის ჯაჭვი, წინადადებების განვრცობა, დიორამა, დაკარგული სიტყვები, მოლოდინების გზამკვლევი, წინადადებები საკვანძო სიტყვების გამოყენებით, ვიცი, გავიგე, მინდა ვიცოდე..., მნიშვნელოვანი სიტყვები, ასოციაციური კავშირები, სიტყვის პირამიდა, კავშირების დამყარება, სინონიმთა და ანტონიმთა წრე, კლასტერული რუკა, დაკარგული სიტყვები, მახასიათებლების ცხრილი, სიტყვის ვერბალური და ვიზუალური ასოციაციური რუკა, მონიშვნებით კითხვა, ვენის დიაგრამა, სიტყვების გამომძიებელი, ცნების რუკა.
საკითხავი ტექსტები: (http://kargiskola.ge/teacherintro/teacher.php)
„ცისარტყელა“, „როგორ დავრგოთ ხე“, ლელა ქისტაურის „მაინც რამდენ ხანს ცოცხლობს პეპელა”, „მალდივის კუნძულები“, ნინო სურმავას „ჭიანჭველა“, „ყველაზე პატარა კონტინენტი“, „ფერადი ზღვები“, „ხის ბიჭუნას ამბავი“, ნინო სურმავას „სპილო“, „დელფინი და ზვიგენი“, „წვიმა და თოვლი“, ვასილ გულეურის „თეთრი დათვი და მურა დათვი“.
ინტერვენციების შედეგები
გეგმით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების შემდეგ საინფორმაციო ტექსტში გაგება-გააზრების უნარების შემოწმების და შედეგების მონიტორინგის მიზნით ჩავატარე ფოკუსირებული ტესტირება.
მეოთხე-ბ კლასის სამიზნე ჯგუფის ფოკუსირებული ტესტირების შედეგები შემდეგი მიმართულებით: ლექსიკური, მოვლენების თანმიმდრვრობა, მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის ამოცნობა, შედარება, მოვლენათა თანმიმდევრობა, მიზეზ-შედეგობრივი დამოკიდებულება.
ფოკუსირებული ტესტირების შედეგები:
მაისის თვის ფოკუსირებული ტესტირების შედეგების დაბალი მაჩვენებელი აშკარად შემცირებულია: ლექსიკური-1---26%, მოვლენების თანმიმდრვრობა-0----0%, მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის ამოცნობა-0----0%, შედარება-1—17%, მოვლენათა თანმიმდევრობა-0---0%, მიზეზ-შედეგობრივი დამოკიდებულება-1-20%
მარტის თვის და მაისის თვის შედეგების შედარებით ნათლად ჩანს მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესება. გადჭრით შეიძლება ითქვას, რომ სამი თვის განმავლობაში მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებულმა ინტენსიურმა ინტერვენციებმა გამოიღო დადებითი შედეგი: მოსწავლეთა დაბალი მაჩვენებელი შემცირდა:
ლექსიკური მარაგი -----41%-ით
მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა-------30%-ით
მოვლენების თანმიმდევრულად წარმოდგენა-------50%-ით
შედარება-მსგავსება-განსხვავების აღმოჩენა-------33%-ით
მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის გამიჯვნა-----50%-ით
საინტერესო იყო ჩემი კოლეგის სამიზნე ჯგუფის მოსწავლეთა ფოკუსირებული ტესტირების შედეგების გაცნობაც. აღმოჩნდა, რომ მის პრაქტიკაშიც დაბალი მაჩვენებლები შემცირდა. ჩემი კოლეგის, მარინა ხიზანიშვილის დიფერენცირებული ტესტირების შედეგები ასეთია:
კვლევის ინტერვენციები განვახორციელე სამიზნე ჯგუფთან დიფერენცირებულად, მთელ კლასთან ერთად, ასევე დამატებით მეცადინეობებზე მხოლოდ სამიზნე ჯგუფის მოსწავლეებთან. მთელი კლასის საერთო შედეგების დადებითი დინამიკა ყოველდღიური მუშაობის პროცესში აშკარა იყო, თუმცა პოსტტესტის შედეგების გაცნობა უფრო დეტალურად ასახავს მთელი კლასის წინსვლის დინამიკას ინტერვენციების დასრულების შემდეგ:
პოსტტესტი
IV-ბ კლასის
დიაგნოსტირება- IV-ბ 21მოსწ მაისის ბოლოს 2018
შედეგები მისასალმებელია!
კვლევის მიგნებები
• სწავლა-სწავლების პროცესში გამოკვეთილი პრობლემების აღმოსაფხვრელად საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა წარმოადგენს ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებას;
• ინტერვენციების წარმატებით განხორციელებაში ნაბიჯ-ნაბიჯ დანერგვის პრაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანია;
• საინფორმაციო ტექსტების გაგება-გააზრების პროცესის შემაფერხებელი ძირითადი მიზეზებია:
მოსწავლეთა მიერ გაგება-გააზრების სტრატეგიების არასათანადო ცოდნა და გამოყენება;
ლექსიკური მარაგის სიმწირე;
მოსწავლეთა დაბალი მოტივაცია კითხვისადმი;
მშობელთა არასათანადო ჩართულობა ბავშვთა წიგნიერების განვითარების პროცესში;
• საინფორმაციო ტექსტების გაგება-გააზრების პრობლემის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანია სწავლების დიფერენცირებული მიდგომები და გაგება-გააზრების ეფექტური სტრატეგიების გათვალისწინებით დაგეგმილი გაკვეთილები, ნაბიჯ-ნაბიჯ დანერგვის პრაქტიკა, ხმამაღლა ფიქრის პროვოცირება, მართული კითხვის პრაქტიკის უზრუნველყოფა.
• კოლეგებთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ავლენს სასკოლო პრაქტიკაში არსებულ პრობლემებს, რაც ხელს უწყობს პრობლემის გაანალიზებასა და აღმოფხვრას მთელი სკოლის მასშტაბით;
რეკომენდაციები
საინფორმაციო ტექსტების გაგება-გააზრების პრობლემა არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა, ყოველთვის უნდა ჩავუღრმავდეთ თითოეული მოსწავლის საჭიროებებს, მუდმივად ვაწარმოოთ მონიტორინგი და მყისიერად გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები:
1. წასაკითხად შევურჩიოთ ტექსტები ინტერესების და საჭიროებების გათვალისწინებით;
2. ხელი შევუწყოთ კითხვის ინტერესის და მოტივაციის გაზრდას;
3. ხშირად გამოვიყენოთ „ხმამაღლა ფიქრის“ მეთოდი, რათა თვალყური ვადევნოთ მოსწავლეთა აზროვნებას;
4. მუდმივად ვიზრუნოთ ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე;
5. ხშირად ვასაუბროთ და ვამსჯელოთ წაკითხულის შესახებ;
6. მივაჩვიოთ კითხვისას გაგება-გააზრების სტრატეგიების შერჩევასა და გამოყენებას;
7. გავწაფოთ ვიზუალური სქემების/გრაფიკული ორგანიზატორების გამოყენებაში;
8. მუდმივად ვაწარმოოთ მონიტორინგი და მივცეთ კონსტრუქციული უკუკავშირი;
9. ვითანამშრომლოთ მშობლებთან და ხელი შევუწყოთ მათი სასწავლო პროცესებში ჩართულობის გაზრდას.
10. ერთი კვლევის ფარგლებში განხორციელებული ინტერვენციებით საკლასო და სასკოლო პრაქტიკაში არსებული პრობლემები ბოლომდე ვერ დაიძლევა, ამისათვის საჭიროა მუდმივი მიზანმიმართული ღონისძიებების და ეფექტური ქმედებების განხორციელება.
დასკვნები
ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა საინფორმაციო ტექსტების გაგება-გააზრებისას წარმოქმნილი პრობლემების გამომწვევი მიზეზები ჩვენი სკოლის მეოთხე კლასებში; ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად მე და ჩემმა კოლეგამ გადავდგით ქმედითი ნაბიჯები ინტერვენციების სახით, რომლებმაც გამოიღო დადებითი შედეგები; გავაანალიზეთ კვლევის პროცესი; გამოვკვეთეთ მიგნებები; ჩამოვაყალიბეთ რეკომენდაციები.
ვფიქრობ, ჩემი პრაქტიკის კვლევის ანგარიშის გაზიარება კოლეგებთან სასარგებლო იქნება ორივე მხრისთვის. მე, როგორც მკვლევარს, მაინტერესებს მათი შეფასება და უკუკავშირი, რათა გავითვალისწინო მომავალში მუშაობის დაგეგმვის დროს, ხოლო ჩემი გამოცდილება კოლეგებს გაუადვილებს საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის განხორციელებას და გააუმჯობესებს მოსწავლეთა სწავლის შედეგებს.
ბიბლიოგრაფია
ბესელია ნ, პაპავა პ, წიგნიერება დაწყებით კლასებში, მეთოდური სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის, ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო, 2011
ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016 (მოქმედი რედაქცია)
ინასარიძე მ. ლობჟანიძე ს. რატიანი მ. სამსონია ი.(2016) მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
კეროლინ ჩეპმენის და რიტა კინგის „კითხვის სწავლების განსხვავებული სტრატეგიები სხვადასხვა საგანში“2016წ
კითხვის ეფექტური მეთოდები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, თბილისი, 2010
მეოთხე კლასის ქართული ენის და ლიტერატურის დიაგნოსტიკური ტესტები http://kargiskola.ge/SC/eaccess1.php
მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA.საქართველოს ანგარიში PISA 2015; თბილისი 2017
პაპავა პ, ჭანტურია თ, წიგნიერება - მასწავლებლის სახელმძღვანელო, 2012
სამსონია ი. (2013) „წიგნიერება“ მასწავლებლის სახელმძღვანელო
სამუშაო ბარათები ქართულ ენასა და ლიტერატურაში მეოთხე კლასისთვის http://kargiskola.ge/teacherintro/workbooks.php
სასწავლო მეთოდოლოგიური რესურსების კრებული „კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე“ 2015
ქართული ენა და ლიტერატურა I-VI კლასები, გზამკვლევი მასწავლებლებისთვის 2011- 2016 წლების ეროვნულის სასწავლო გეგმის მიხედვით, ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრი
http://kargiskola.ge/teacherintro/workbooks.php
http://old.tpdc.ge/?action=page&p_id=295&lang=geo
https://www.mes.gov.ge/content.php?id=3923&lang=geo
დანართები
(დანართი 1)დიაგნოსტიკური ტესტირება
(დანართი #2) ფოკუსირებულიუ ტესტირება
მოსწავლეთა ნამუშევრების ნიმუშები დანართი#3
დანართი #4
კვლევის ანგარიშის პრეზენტაციის გაზიარების
მონაწილის უკუკავშირი
1. გთხოვთ, ათბალიანი სკალის მიხედვით შეაფასოთ წარმოდგენილი საკვლევი საკითხის აქტუალობა
1 2 3 4 5 6 7 8 9 10
2. რამდენად ამომწურავი და საინტერესო იყო კვლევის პრეზენტაცია თქვენთვის?-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. რა მიგაჩნიათ წარმოდგენილი პრეზენტაციის ძლიერ მხარედ?--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4. რას გამოიყენებთ საკუთარ პრაქტიკაში წარმოდგენილი საკითხებიდან?-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5. რის გაუმჯობესებას გვირჩევთ? როგორ?-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6. რა საკითხის კვლევას გვირჩევთ მომავალში?--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიშის
გაზიარების რეფლექსია
2017-2018 სასწავლო წლის 1 მარტიდან 31 მაისამდე განვახორციელე საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე: „საინფორმაციო ტექსტების გაგება -გააზრების პრობლემები მე-4 კლასებში და მათი გადაჭრის გზები“.
ჩემ მიერ განხორციელებული კვლევის ანგარიშის გაზიარება განხორციელდა ჩემი და კოლეგების საერთო ინტერესების ინიციატივის გათვალისწინებით. პრეზენტაცია შედგა 2018 წლის 10 ივნისს. ამის თაობაზე ინფორმაცია რამდენიმე დღით ადრე მივაწოდე სკოლის ადმინისტრაციას და კოლეგებს ყველა საგნობრივ კათედრებზე. ყველა მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა დასწრებოდა და მოესმინა ჩემ მიერ გაზიარებული კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია. პრეზენტაციას ესწრებიდნენ კოლეგები სხვადასხვა საგნობრივი კათედრებიდან და დირექციის წარმომადგენლები. იგრძნობოდა აუდიტორიის დიდი ინტერესი როგორც საკვლევი საკითხის ირგვლივ, ასევე კვლევის მიმდინარეობის გარშემო.
პრეზენტაცია მოვამზადე Microsoft PowerPoint Presentation-ის ფორმატით.
პრეზენტაციის დროს ვისაუბრე საკვლევი პრობლემის აქტუალობაზე, ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზებისა და გადაჭრის გზების კვლევის პროცესებზე, მთავარი საკვლევი შეკითხვის-რა არის მეოთხე კლასის მოსწავლეთათვის საინფორმაციო ტექსტების გაგება-გააზრებასთან დაკავშირებული პრობლემების გამომწვევი მიზეზები და როგორია მათი გადაჭრის გზები? - და მასთან დაკავშირებულლი ქვეკითხვების პასუხების მნიშვნელობაზე; ხაზი გავუსვი კვლევის რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდების გამოყენების, მონაცემების შეგროვების, დამუშავების და გაანალიზების საშუალებების მნიშვნელობას, კვლევის ეფექტური ინტერვენციების მიზნობრივად დაგეგმვის და განხორციელების აუცილებლობას. დეტალურად ვისაუბრე იმ სირთულეებზე და მათი დაძლევის გზებზე, რომელიც წამოიჭრა კვლევის მიმდინარეობისას. გამოვკვეთე დიფერენცირებული მიდგომის და „ნაბიჯ-ნაბიჯ დანერგვის“ პრაქტიკის უპირატესობა. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილე კვლევის წარმატებულად განხორციელების პროცესში თანამშრომლობითი ურთიერთობების მნიშვნელობაზე, ერთობლივი ძალისხმევით და შეთანხმებული თანამშრომლობით მივიღეთ ოპტიმალური გადაწყვეტილებები, რითაც ხელი შევუწყეთ სკოლაში მეოთხეკლასელ მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას საინფორმაციო ტექსტების გაგება-გააზრების თვალსაზრისით.
პრობლემის კვლევის პროცესში მივიღე მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება, რაც დამეხმარება შემდგომში ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებაში. კოლეგებს ეძლევათ საშუალება დეტალურად გაეცნონ ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის სრულ ანგარიშს და სურვილის შემთხვევაში გაითვალისწინონ ჩემ მიერ განხორციელებული კვლევის მიგნებები და რეკომენდაციები (სსიპ ქალაქ მცხეთის #1 საჯარო სკოლის ვებგვერდია: http://mtskheta1.edu.ge ).
წარდგენის პროცესში აუდიტორიასთან მქონდა ინტერაქტიული ურთიერთობა: განხილული საკითხის ირგვლივ მსმენელები სვამდნენ შეკითხვებს, გამოთქვამდნენ მოსაზრებებს, საუბრობდნენ საკუთარი გამოცდილების შესახებ.
ჩემთვის მნიშვნელოვანია კოლეგების მიერ კონსტრუქციული უკუკავშირი, რომელიც მივიღე პრეზენტაციის დასრულების შემდეგ აუდიტორიისგან. კოლეგების მიერ ზეპირად და წერილობით მოწოდებული უკუკავშირი ეხებოდა როგორც კვლევის სტრუქტურულ, ასევე შინაარსობრივ მხარეს. უკუკავშირის ეფექტურობას ხელი შეუწყო ჩემ მიერ აუდიტორიისთვის შეთავაზებულმა სტრუქტურირებულმა კითხვარმა. დანართი#4.
მომავალში კვლევის დაგეგმვისას გავითვალისწინებ ჩემი კოლეგების მიერ უკუკავშირის დროს მოწოდებულ რეკომენდაციას: კვლევის ანგარიშში წარმოვადგინო გაკვეთილის გეგმები და გავზარდო მშობელთა ჩართულობა ინტერვენციებში.
ვფიქრობ, არა მარტო კვლევის ფარგლებში გავააქტიურო მშობლებთან თანამშრომლობა, არამედ ჩემს ყოველდრიურ პრაქტიკაში დავნერგო „მშობლის გაკვეთილები“, „მშობელთა კითხვის კლუბი“. აქვე დავძენ, რომ კარგი იქნებოდა, კვლევის პროცესში არაერთგზის გამეზიარებინა კვლევის მიმდინარეობა კოლეგებისთვის, მიმეღო მათგან უკუკავშირი და მუშაობის პროცესში გამეთვალისწინებინა მათი რჩევები.
საინფორმაციო ტექსტების გაგება-გააზრების პრობლემა ერთი კვლევის ფარგლებში განხორციელებული ინტერვენციებით ვერ დაიძლევა და საჭიროა მომავალში მუდმივი მიზანმიმართული ღონისძიებების განხორციელება, რათა მოსწავლეებმა შეძლონ იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომელიც გათვალისწინებულია ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით.
სსიპ ქალაქ მცხეთის # 1 საჯარო სკოლის
დაწყებითი კლასების პედაგოგი:
ნელი ზაქაიძე
10.06.2018
Комментариев нет:
Отправить комментарий