вторник, 16 апреля 2019 г.

ელექტრონული რესურსის "ჩანთა" რეფლექსია




ელექტრონული წიგნის გამოყენების რეფლექსია
1.ელექტრონული წიგნი - „ჩანთა“

2. შესაბამისობა ესგ-სთან:
ქართ.  I. 2. მოსწავლეს შეუძლია გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია მისთვის ნაცნობ თემებზე.

·         აღწერს ილუსტრაციას (აღწერს მოქმედებას, ასახელებს საგნებს, სწორად აღწერს საგანთა განლაგებას: წინ, უკან, ზევით, ქვევით, მარჯვნივ, მარცხნივ);

ქართ. I. 6. მოსწავლეს შეუძლია ანბანური პრინციპის გაგება და გამოყენება.

·         თავისუფლად ცნობს ხშირად გამოყენებული  სიტყვის ორთოგრაფიულ ხატს[1];
·         ნაცნობ სიტყვებში ცნობს და წარმოთქვამს ასოებს;
ქართ. I. 7. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა

·         აკავშირებს ასოებს ბგერებთან და ამთლიანებს მათ მარცვლებად, სიტყვებად (წარმოთქვამს სიტყვებს);
·         სიტყვათა ჩამონათვალში პოულობს მითითებულ სიტყვას;
·         ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე  ზომის  ტექსტებს;


ქართ. I. 10. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს წიგნთან მუშაობის საწყისი ჩვევები.
·         კითხვისას იყენებს მისთვის ხელსაყრელ ხერხს (მაგალითად, თითს აყოლებს ტექსტს);

3.      დიმიტრი უზნაძის „განწყობის თეორიის“ მიხედვით    ბავშის განვითარება მხოლოდ აქტივობის პროცესშია შესაძლებელი, სასწავლო პროცესის ეფექტიანობა, პირველ რიგში, სწავლისადმი დადებით განწყობას გულისხმობს, ანუ მთლიან პიროვნულ მზაობას, რომელიც განსაზღვრავს მოსწავლის ჩართვას აქტივობაში.  თუ ახალი აქტივობის მიმართ  მოსწავლეებს დადებით ემოციურ დამოკიდებულებას შევუქმნით შედეგი აუცილებლად დადებითი იქნება.  დღევანდელი რეალობიდანა და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშის ფსიქო-ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, ელექტრონული წიგნი არის  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსი, რომლის გამოყენებითაც მასწავლებელი შეძლებს გაუჩინოს მოსწავლეებს  მაღალი  მოტივაცია და შეაყვაროს კითხვა, რაც მისცემს საშუალებას წაიყვანოს ისინი ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების  საბოლოო მიზნისაკენ - განუვითაროს მოზარდს ძირითადი სამეტყველო უნარები (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი);





4.      ელექტრონული წიგნების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში საშუალებას მაძლევს მეტი ეფექტიანობით წარვმართო  როგორც ზეპირმეტყველების გასავითარებელი აქტივობები - ვარაუდების გამოთქმა, ილუსტრაციის აღწერა, კითხვებზე პასუხის გაცემა, ასევე კითხვის სხვადასხვა სახეები: ერთობლივი კითხვა (წინასაანბანო პერიოდში-სიტყვის ხატის ცნობა), გუნდური კითხვა, ექო-მკითხველი, ლიდერი -- ჯგუფი, შერჩევითი კითხვა.
           აღნიშნულ აქტივობებში  ჩართულია  ყველა მოსწავლე და თითოეული   მათგანი ავლენს საკუთარი შესაძლებობის მაქსიმუმს.

5.      მოსწავლეებს ადრეულ სასკოლო ასაკში უვითარდებათ  დადებითი დამოკიდებულება  წიგნის მრავალფეროვნების და კითხვის მიმართ;

















Комментариев нет:

Отправить комментарий