ძვირფასო მშობლებო და ბავშვებო !
სსიპ ქალაქ მცხეთის N 1 საჯარო სკოლაში 2019 წლის 21 იანვრიდან მუშაობას იწყებს მათემატიკის წრე მეოთხე კლასის მოსწავლეებისათვის . წრის მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ერთხელ, ყოველ ოთხშაბათს, 15:00 სთ.
წრის მუშაობის პერიოდი: 21.01.20019--15.06.2019
წრის მუშაობის პერიოდი: 21.01.20019--15.06.2019
მსურველებს გთხოვთ, გამოგვეხმაუროთ.
წრის ხელმძღვანელი: დაწყებითი კლასების მასწავლებელი ნელი ზაქაიძე
მიზნები
- მათემატიკისადმი მოსწავლეთა მოტივაციის, ინტერესის და პოზიტიური დამოკიდებულების გაზრდა-განმტკიცება;
- მოსწავლეთა ანალიტიკური, ლოგიკური, სისტემური და სიმბოლური აზროვნებისა და კვლევის უნარ-ჩვევის გამომუშავება.
ძალზედმნიშვნელოვანია მოსწავლეებს განუვითარდეთ საკუთარი ძალების რწმენა და
თვითდაჯერებულნი გახდნენ მათემატიკური დავალებების შესრულებისას. ამისათვის აუცილებელია სწავლა-სწავლების პროცესის სწორად და დინამიურად წარმართვისთვის
ხშირად დავსვათ შეკითხვები: როგორ სწავლობს ბავშვი მათემატიკას? რა საჭიროებები და რა მიზნები ამოძრავებს მოსწავლეს მათემატიკის სწავლის პროცესში? როგორ უნდა დაეხმარონ ზრდასრულები მათემატიკის შესწავლაში ბავშვს მისი სპეციფიკური საგნობრივი საჭიროებების დაკმაყოფილებაში და მისი სპეციფიკური საგნობრივი მიზნების
მიღწევაში?...
ამ და სხვა კითხვებზე პასუხების ძიებისას ვსახავთ ამოცანებს, რომელთა გადაწყვეტა დაგვეხმარება ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების მიღწევაში:
- მათემატიკური მცნებების და კავშირების გაცნობა და გააზრება;
- მათემატიკური იდეების ამოცნობა და აკუმულირება;
- საგნის პრაქტიკული მნიშვნელობის ადეკვატური აუცილებლობის გააზრება. მათემატიკის წრის II სემესტრის პროგრამის შინაარსი
Ø შეკრებისა და გამრავლების კომუტაციურობა (გადანაცვლებადობა), ასოციაციურობა (ჯუფთებადობა) და შეკრების მიმართ გამრავლების დისტრიბუციულობა (განრიგებადობა);Ø ტექსტური ამოცანები, რომლებიც შეკრების, გამოკლებისა და გამრავლების შემცველი ალგებრული გამოსახულებების საშუალებით იხსნება.Ø სივრცული ფიგურები: პრიზმა, კონუსი, ცილინდრი;Ø სივრცული ფიგურის ელემენტთა ურთიერთგანლაგება: მოსაზღვრე და არამოსაზღვრე წახნაგები, თანამკვეთი და არათანამკვეთი წიბოები;Ø მრავალკუთხედის პერიმეტრი;Ø რეალურ ვითარებაში ობიექტთა ურთიერთგანლაგების აღმწერი სქემები;Ø თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების შეგროვების საშუალებანი: გაზომვა, დაკვირვება, გამოკითხვა; მონაცემთა ამოკრება მონაცემთა უმარტივესი წყაროებიდან (მაგალითად, ცნობარი);Ø თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების ორგანიზაცია: მონაცემთა დაჯგუფება; რაოდენობრივ მონაცემთა დალაგება ზრდადობა-კლებადობით; თვისებრივ მონაცემთა დალაგება ლექსიკოგრაფიული მეთოდით;Ø მონაცემთა წარმოდგენის საშუალებანი რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემებისთვის: ცხრილი, პიქტოგრამა; სვეტოვანი დიაგრამა.
სიამოვნებით ვატარებ ჩემს შვილს... მადლობა...
ОтветитьУдалить