понедельник, 10 сентября 2018 г.

მათემატიკის წრე-I სემესტრი-2018-2019


ძვირფასო მშობლებო და ბავშვებო !
         

   სსიპ ქალაქ მცხეთის N 1 საჯარო სკოლაში 2018  წლის  20 სექტემბრიდან მუშაობას იწყებს  მათემატიკის წრე მეოთხე კლასის მოსწავლეებისათვის . წრის მეცადინეობები  ჩატარდება კვირაში ერთხელ, ყოველ ოთხშაბათს, 15:00 სთ.
წრის მუშაობის პერიოდი: 20.09.2018-28.12.2018
მსურველებს გთხოვთ, გამოგვეხმაუროთ. 


წრის ხელმძღვანელი:  დაწყებითი კლასების მასწავლებელი ნელი ზაქაიძე


მიზნები
  •  მათემატიკისადმი მოსწავლეთა მოტივაციის, ინტერესის და  პოზიტიური დამოკიდებულების გაზრდა-განმტკიცება;
  •  მოსწავლეთა ანალიტიკური, ლოგიკური, სისტემური და სიმბოლური აზროვნებისა და კვლევის უნარ-ჩვევის გამომუშავება



        ძალზედ მნიშვნელოვანია მოსწავლეებს განუვითარდე საკუთარი ძალების რწმენა და თვითდაჯერებულნი გახდნენ მათემატიკური დავალებების შესრულებისას. ამისათვის აუცილებელია სწავლა-სწავლების პროცესის სწორად და დინამიურად წარმართვისთვის  ხშირად დავსვათ შეკითხვები: როგორ სწავლობს ბავშვი მათემატიკას? რა საჭიროებები და რა მიზნები ამოძრავებს მოსწავლეს მათემატიკის სწავლის პროცესში? როგორ უნდა დაეხმარონ ზრდასრულები მათემატიკის შესწავლაში ბავშვს მისი სპეციფიკური საგნობრივი საჭიროებების დაკმაყოფილებაში და მისი სპეციფიკური საგნობრივი მიზნების მიღწევაში?...
         ამ და სხვა კითხვებზე პასუხების ძიებისას ვსახავთ ამოცანებს, რომელთა გადაწყვეტა დაგვეხმარება ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების მიღწევაში:
  •   მათემატიკური მცნებების და კავშირების გაცნობა და გააზრება;
  •   მათემატიკური იდეების ამოცნობა და აკუმულირება
  • საგნის პრაქტიკული მნიშვნელობის ადეკვატური აუცილებლობის გააზრება.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                 მათემატიკის წრის I სემესტრის                                                                                                       პროგრამის შინაარსი                                                                                                                                                  
  • v  ნატურალური რიცხვები მილიონის ფარგლებში;
    v  მოქმედებები ნატურალურ რიცხვებზე;
    v  ნაშთით გაყოფა;
    v  მთელის ნახევარი, მესამედი და მეოთხედი ნაწილები მხოლოდ გაცნობის წესით (ნაწილის წილადად ჩაწერა და წილადების შესახებ ცოდნა არ იგულისხმება);
    v  სიგრძის ერთეულები;
    v  დროის ერთეულები: საათები და წუთები, საწყისი წარმოდგენები საათის 12-საათიანი ფორმატის შესახებ;
    v  წონის ერთეულები: კილოგრამი, გრამი;
    v  შესაბამისობები საგნებს შორის, საგნებსა და მათ ატრიბუტებს შორის; შესაბამისობის გამოსახვა ცხრილის და სქემის საშუალებით; მოცემული შესაბამისობისათვის ელემენტის წინასახე;
    v  შეკრების, გამოკლებისა და გამრავლების შემცველი მთელრიცხოვანი გამოსახულებები და მათი ეკვივალენტობა;